სვაზილენდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''სვაზილენდი''' (Swaziland - სვაზილენდის სამეფო), სახელმწიფო სამხრე...)
 
(მომხმარებელმა Nomanadze გვერდი „სვაზილენდი“ გადაიტანა გვერდზე „სვაზილენდის სამეფო“)

11:26, 12 მარტი 2018-ის ვერსია

სვაზილენდი (Swaziland - სვაზილენდის სამეფო), სახელმწიფო სამხრეთ აფრიკაში, ესაზღვრება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და მოზამბიკი.

ფართობი 17,4 ათ. კმ2.

მოსახლეობა – 1,1 მლნ. კაცი (2012).

ოფიციალური ენა – ინგლისური.

დედაქალაქი - ქ. მბაბანე.

ადმინისტრაციულად იყოფა 4 ოლქად.

ქვეყანაში კონსტიტუციური მონარქიაა. შედის დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობაში.

სახელმწიფოს მეთაურია მეფე, რომელსაც აქვს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ძალაუფლება.

დამოუკიდებელი სამეფოა 1986 წლიდან.

სვაზილენდი სუსტად განვითარებული აგრარული ქვეყანაა. ეკონომიკის საფუძველია სოფლის მეურნეობა, მეცხოველეობა და სამთომოპოვებითი მრეწველობა. მსოფლიოში მე-4 ადგილი უკავია აზბესტის წარმოებაში.

საერთაშორისო აეროპორტი - ქ. მბაბანე.

შეიარაღებული ძალებს წარმოადგენს სახმელეთო ჯარები 3 ათ. კაცის შემადგენლობით (2012).


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები