მესხიშვილი ლადო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ალექსი-მესხიშვილი ვლადიმერ“ გადაიტანა გვერდზე „[[მესხიშვილი ლა...)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მესხიშვილი ლადო“ გადაიტანა გვერდზე „[[ვლადიმერ ალექსი-მესხიშვი...)

01:21, 8 იანვარი 2019-ის ვერსია

ალექსი-მესხიშვილი ვლადიმერ სარდიონის ძე - (ლადო მესხიშვილი) (28.II.1857, თბილისი -24.XI.1920) - ქართველი მსახიობი და რეჟისორი. რესპუბლიკის სახალხო არტისტი (წოდება მიენიჭა გარდაცვალების შემდეგ, 1930).

სწავლობდა თბილისის ერთ-ერთ კერძო პანსიონში, შემდეგ - მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. ავადმყოფობის გამო უნივერსიტეტი ვერ დაამთავრა, სამშობლოში დაბრუნდა და მასწავლებლად დაიწყო მუშაობა თელავის ქალთა სასწავლებელში. აქ სამ წელიწადს იმსახურა, პარალელურად მონაწილეობდა რუს სცენისმოყვარეთა სპექტაკლებში. 1881 ჩაირიცხა თბილისის ქართულ დრამატულ დასში. 1887-1890 წწ-ში კი რუსულ სცენაზე გამოდიოდა. 1890-1896 წწ-ში ხელმძღვანელობდა თბილისის, 1897-1906 წწ-ში კი - ქუთაისის დრამატულ დასებს.

1905 ალექსი-მესხიშვილი მხარს უჭერდა სახალხო ბრძოლას, თვითონაც იბრძოდა ბარიკადებზე, მიტინგებზე რევოლუციურ ლექსებს კითხულობდა. ტირანიისა და სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავდა მისი დადგმებიც: მონტის „გაიუს გრაკქუსი“ და ჰაუპტმანის „ფეიქრები“, რომლებშიც ალექსი-მესხიშვილი თვითონვე ასრულებდა მთავარ როლებს.

1906-1910, 1915-1920 წწ-ში ლადო ალექსი-მესხიშვილი რუსეთის სცენაზე მოღვაწეობდა (1907 - მოსკოვის სამხატვრო თეატრში). 1910-1914 წწ-ში იგი სათავეში ედგა თბილისის, 1914-1915 წწ-ში ქუთაისის თეატრებს. ალექსი-მესხიშვილის გმირები ებრძოდნენ უსამართლობას, ექომაგებოდნენ ჩაგრულებს, იღვწოდნენ კაცობრიობის ნათელი მომავლისათვის. რუსეთში ყოფნის დროს გადაიღეს კინოფილმებში „მამები და შვილები“, „შურისძიების ღმერთი“ და სხვა.


წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

ლადო ალექსი-მესხიშვილი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები