დაუჯდომელი
აკათისტო - ანუ დაუჯდომელი. (ბერძ. არ ვზივარ) სადიდებელი საგალობელი, რომელიც შედგება 12 კონდაკისაგან, და მასში ჩართული 12 იკოსისაგან.
თითოეული იკოსი შედგება შესავალი ნაწილისაგან და 12 „გიხაროდენისაგან“. მე-13 „გიხაროდენი“ არის გამეორება შესავალი კონდაკის დაბოლოებისა, დანარჩენი კონდაკები მეორდებიან სიტყვით,: „ალელუია, ამინ“ - რომელნიც დამამტკიცებელი, დასკვნითი სიტყვებია; წარმოსთქვამენ ქადაგების ბოლოს, საზეიმო ფიცის ან აღთქმის დადების დროს.
იკოსი ვრცელი ზომის ლოცვაა, კონდაკი - მცირე. იკოსს ტროპარსაც უწოდებენ.
მართლმადიდბელი ეკლესიის სწავლებით, პირველი აკათისტო შეიქმნა ბერძნულ ენაზე და მიეძღვნა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, სამადლოდ მის მიერ კონსტანტინოპოლის სამგზის გადარჩენისა მტერთაგან განადგურებისაგან მე-7-8 საუკუნეებში.
წყარო
ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის, - თბილისი 2013 წ.