აირადი წყალბადის სისტემა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:32, 11 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აირადი წყალბადის სისტემა – მილსადენების, მექანიზმებისა და ხელსაწყოების ერთობლიობა, რომელიც განკუთვნილია, რათა გამოიმუშაოს, შეინახოს, დაიჭიროს, გაანაწილოს ან გადაზიდოს აირადი წყალბადის შემცველი არამომწამლავი ნარევი, რომლის მოცულობის, სულ მცირე, 95% წყალბადის აირია, ხოლო, არაუმეტეს, 1% − ჟანგბადი.
აირადი წყალბადის სისტემები მოიცავს დაჭირხნული აირის კონტეინერებს, რეაქტორებს და დამხმარე მოწყობილობებს, მათ შორის, წნევის რეგულატორებს, წნევის დამწევ მექანიზმებს, შემკრებებს (კოლექტორებს), ტუმბოებს, დამჭირხნავებს, დამაკავშირებელ მილსადენებსა და საკონტროლებლებს.