თოფურია გურამ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:55, 10 იანვარი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გურამ თოფურია – (დ. 27 მარტი 1930, თბილისი, – გ. 31 მაისი 2000, იქვე), ენათმეცნიერი, ქართველურ და მთის იბერიულ-კავკასიურ (დაღესტნურ) ენათა მკვლევარი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი (1997), ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1938).

დაამთავრა თსუ ფილოლოგიური ფაკულტეტის კავკასიურ ენათა განყოფილება (1954). 1954-57 იყო ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტი (კავკასიურ ენათა განხრით). 1957-იდან სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში. 1973–87 იყო ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, 1987-იდან – მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყოფილების გამგე.

თოფურიას ძირითადი შრომები ეძღვნება ლესგიური და სხვა დაღესტნური ენების მორფოლოგიის, ფონეტიკისა და ლექსიკის საკითხებს; დაღესტნურ ენათა ზოგად პრობლემატიკას (ბრუნების კლასიფიკაცია, მისი ჩამოყალიბება და განვითარების საკითხები, პალეოერგატივის ცნება და სხვ); ავტორია მონოგრაფიებისა: „ლესგიური ზმნის ძირითადი მორფოლოგიური კატეგორიები“ (1959), „ბრუნების მორფოლოგია დაღესტნურ ენებში“ (1995. რუს. ენაზე); ნაშრომებისა ქართველურ ენათა მორფოლოგიისა თუ ლექსიკის, ისტორიული ტოპონიმიკის საკითხებზე: „ერთი ჰიპოთეტური ფორმის რეალურობისათვის ზანური ენის არეალიდან (სამცხის ტოპონიმიკიდან)“ (1968), „მოქმედებითი ბრუნვის ისტორიისათვის სვანურში“ (1977), „სიტყვაწარმოების ერთი მოდელის შესახებ ქართულში (სახელური -უ სუფიქსისათვის ქართულში)“ (1998) და. სხვ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები