არტოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არტოსი

არტოსი - (ბერძ. გაფუებული პური) იგი იკურთხება აღდგომა ღამეს განსაკუთრებული ლოცვის წაკითხვის შემდეგ. მთელი ბრწყინვალე შვიდეულის მანძილზე პური ტაძარშია დაბრძანებული აღსავლის ღია კარის წინ; თომას კვირას, კვირაცხოვლობას იჭრება და ურიგდება მორწმუნეებს, როგორც სიწმინდე, რომელსაც ისინი ინახავენ და იღებენ ფიზიკური თუ სულიერი უძლურების შემთხვევაში, უზმოზე ლოცვების წარმოთქმის შემდეგ.

არტოსის გამოყენება ქრისტიანობის პირველივე პერიოდიდან იწყება. უფლის აღდგომიდან მეორმოცე დღეს იესო ცად ამაღლდა. მისი მოწაფეები და მიმდევრები სიმშვიდეს ლოცვაში ჰპოვებდნენ, იგონებდნენ ქრისტეს, იხსენებდნენ მის ყოველ სიტყვას, ყოველ ნაბიჯს და ქმედებას. ერთობლივი ლოცვების დროს საიდუმლო სერობას მოიგონებდნენ და ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარებოდნენ. მოწაფეები ამზადებდნენ ჩვეულებრივ ტრაპეზს, უპირველესად საპატიო ადგილას დებდნენ პურს უფლისათვის, რომელიც მათ შორის უხილავად სუფევდა. შემდეგ უკვე მოციქულთა მიბაძვით, ეკლესიის პირველი მსახურები ქრისტეს აღდგომის დღესასწაულზე ტაძარში პურს დებდნენ, როგორც ხილულ გამოხატულებას იმისა, რომ ჩვენთვის ვნებული ქრისტე ყოველი ქრისტიანისათვის ჭეშმარიტი ცხოვრების პური გახდა. არტოსი არის ნიშანი ქრისტეს სიკვდილზე გამარჯვებისა და გამოხატულება ქრისტეს აღდგომისა.



წყარო

  • ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები