ჩინეთის დიდი კედელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:26, 24 თებერვალი 2018-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩინეთის დიდი კედელი

ჩინეთის დიდი კედელი – გამაგრებული კედელი ჩრდილოეთ ჩინეთში, ძველი ჩინური საინჟინრო ხელოვნების გრანდიოზული ძეგლი. კედლის სიგრძე განსუს პროვინციიდან (დასავლეთში) ლაოდუნის ყურემდე (აღმოსავლეთში) შეადგენს დაახლოებით 4 ათ. კმ-ს (ცალკეული განშტოებების ჩათვლით 8 ათ. კმ-ზე მეტს), სიმაღლე – 5-დან 10 მ-მდეა, სიგანე – 5-8 მ. გამაგრებათა სისტემა შეიქმნა მომთაბარე ტომთა თავდასხმების შესაკავებლად, თუმცა მას ყოველთვის ეფექტურად ვერ იყენებდნენ. კედლის ცალკეული მონაკვეთები სხვადასხვა პერიოდებშია აშენებული (ძვ.წ. III საუკუნიდან ახ.წ. XVI საუკუნემდე).

ჩინეთის დიდი კედელი ადმინისტრაციული და სტრატეგიული თვალსაზრისით იყოფოდა 9 მონაკვეთად. გარდა ძირითადი, თავდაცვითი, ფუნქციისა, იგი აიოლებდა საზღვრისპირა მოსახლეობის კონტროლს, ხოლო მასზე გატარებული გზა უსაფრთხო გასავლელი იყო.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები