სომალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სომალი - (Somali - სომალის დემოკრატიული რესპუბლიკა), სახელმწიფო აფრიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სომალის ნახევარკუნძულზე. ჩრდილოეთით ესაზღვრება არაბეთის ზღვის ადენის ყურე, აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით – ინდოეთის ოკეანე.

ფართობი 637,7 ათ. კმ2.

მოსახლეობა – 9,3 მლნ. კაცი (2012).

ოფიციალური ენები – სომალი და არაბული.

დედაქალაქი – ქ. მოგადიშო.

სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია პრეზიდენტი.

საკანონმდებლო ორგანო - სახალხო კრება.

სომალი დამოუკიდებელი სახელმწიფოა 1960 წლიდან, ბრიტანული და იტალიური სომალის გაერთიანების შედეგად.

ეკონომიკა სომალი სუსტად განვითარებული აგრარული ქვეყანაა. ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს სამომთაბარეო მეცხოველეობა, სამთომოპოვებითი მრეწველობა. ნაკლებად განვითარებულია შინამრეწველურ-ხელოსნური წარმოება.

საზღვაო პორტებია: მოგადიშო, ბერბერა, კისიმაიო, მერკა.

საერთაშორისო აეროპორტი - მოგადიშო.

სამოქალაქო ომის გამო 1991 წლიდან რეგულარული შეიარაღებული ძალები გაუქმებულია. სხვადასხვა კლანს ჰყავს თავისი შეიარაღებული ფორმირებები. სომალილენდის და პუნტლენდის რეგიონულ მთავრობებთან ფუნქციონირებს პოლიცია და უსაფრთხოების ძალები.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები