ოუკენის კანონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ოუკენის კანონი - (Okun’s law) - კანონი, რომელიც ატარებს ამერიკელი ეკონომისტის არტურ ოუკენის (1928-1980) სახელს, გამოხატავს ურთიერთდამოკიდებულებას მშპ-ის ციკლურ რყევადობასა და უმუშევრობის დონეს შორის. ამ კანონის მიხედვით, უმუშევრობის 1%-ით ზრდა იწვევს ფაქტობრივი მშპ-ის 3%-ით შემცირებას და, პირიქით, ფაქტობრივი მშპ-ის 3%-ით გაზრდა იწვევს უმუშევრობის 1%-ით შემცირებას. ამჟამად, ახალი ემპირიული მონაცემების საფუძველზე, ეს თანაფარდობაა 2 : 1.