ლიბანი (სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლიბანის რკინიგზის სადგური

ლიბანი – სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ტბის თემში, მდინარე ბორჯომულას (მტკვრის მარჯვენა შენაკადი), ზღვის დონიდან 1320-1390 მ სიმაღლეზე, ქ. ბორჯომიდან 11 კმ მანძილზე, კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მოსახლეობის რიცხოვნობა – 53. მათი უმრავლესობა (87 %) ქართველია (2002).

მიდამოები შემოსილია წიწვოვანი ტყეებით (ნაძვი, ფიჭვი, სოჭი). კლიმატი საშუალო მთის ტიპისაა. ზამთარი ზომიერად რბილი იანვრის საშუალო ტემპერატურა – -4.50C) და თოვლიანია, ზაფხული – ზომიერად თბილი (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა – +16.20C). ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობაა 625 მმ. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია სასარგებლო ჰავა და მინერალური წყალი. მოსახლეობის რიცხოვნობა 53 (2002).



წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები