მაზარინი ჯულიო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კარდინალი მაზარინი, პორტრეტი, მხატვარი: ფილიპ დე შამპენი

ჯულიო მაზარინი – (იტალ. mazarini. mazzarino. ფრანგ. mazarin, 1601-1661 წ.წ.), საფრანგეთის სასელმწიფო მოღვაწე. იტალიელი აზნაურის შვილი. მსახურობდა პაპის ჯარში. 1630-დან დიპლომატიურ სამსახურში იყო რომის პაპთან. პარიზში პაპის ნუნციუსად ყოფნისას (1634-36) ჯულიო მაზარინიმ, რომელიც არაჩვეულებრივი დიპლომატიური მონაცემებით გამოირჩეოდა, კარდინალ რიშელიეს ყურადღება მიიპყრო და მისი ნდობით აღჭურვილი პირი გახდა. 1640 გადავიდა საფრანგეთის დიპლომატიურ სამსახურში. რიშელიეს სიკვდილის შემდეგ (მისი რჩევით) 1643 ანა ავსტრიელმა მაზარინი (რომელთანაც შემდეგ საიდუმლოდ იქორწინა) საფრანგეთის პირველ მინისტრად დანიშნა. კარდინალი საკმაოდ რთულ ვითარებაში განაგრძობდა ფრანგული აბსოლუტიზმის განმტკიცების პოლიტიკას. 1643 ჩაახშო ფეოდალური არისტოკრატიის შეთქმულება. 1648 სათავეში ჩაუდგა ფრონდას წინააღმდეგ ბრძოლას, დახვეწილი დიპლომატიის მეშვეობით მაზარინიმ დიდ წარმატებებს მიაღწია საგარეო პოლიტიკაში (ვესტფალიის ზავი 1648, საზავო, სავაჭრო ხელშეკრულებები (1655) და სამხედრო კავშირი (1657) ინგლისთან, პირენეს საზავო ხელშეკრულება 1659 და სხვ.), რითაც განამტკიცა საფრანგეთის ჰეგემონია ევროპაში.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები