ქვაბლიანი (მდინარე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქვაბლიანის ხეობა

ქვაბლიანი, ქვაბლიანისწყალიმდინარე აჭარასა და სამცხეში, აჭარა-იმერეთის ქედის სამხრეთ ფერდობზე, ხულოსა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში, ფოცხოვისწყლის მარცხენა შენაკადი, სამცხის უდიდესი მდინარე. სიგრძეა 41 კმ, აუზის ფართობი – 900 კმ2. სათავეს იღებს, ზღვის დონიდან 2355 მ სიმაღლეზე და ერთვის ფოცხოვისწყალს. სამცხე-ჯავახეთში შემოდის მდინარის ქვემო წელის აუზი. ზემო წელი კი მთლიანად აჭარაშია (ხულოს მუნიციპალიტეტი) და იგი აქ ბახმაროსწყლის სახელითაა ცნობილი.

საზრდოობს მიწისქვეშა, წვიმისა და თოვლის ნადნობი წყლებით. წყალდიდობა ახასიათებს გაზაფხულზე. მდინარის წყალს იყენებენ სარწყავად.

წყალმოვარდნის პერიოდი მდინარე ქვაბლიანზე გამოხატულია სუსტად, მაგრამ ზოგიერთ წლებში დამახასიათებელია ჩამონადენის მკვეთრი რყევადობა, ამ დროს წყლის დონემ შეიძლება 1-1.2 მ-მდეც კი მიაღწიოს. წყალმოავრდნები სეზონზე მეორდება 3-5 ჯერ, და გრძელდება 2 დან 15 დღემდე.



წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები