აბრეაქცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბრეაქცია - (abreaction) კონფლიქტის, მოგონების ან აზრის დათრგუნვის გამო ემოციური დაძაბულობის განმუხტვის ან გამოთავისუფლების პროცესი, რასაც ხშირად თან სდევს ნეგატიური ავადმყოფური გამოცდილების აქტუალიზაცია ფსიქოანალიზის კონტექსტში ტექნიკის სახით შემოიტანა Breuer-მა (1842-1925), მაგრამ მას შემდეგ ტერმინის მნიშვნელობა გაფართოვდა და ხშირად გამოიყენება. (ჯმო-ს ფსიქიატრიის ლექსიკონები)

აბრეაქცია ანუ ემოციის შეუზღუდავი გამოხატვა დიდი ხანია გამოიყენება ფსიქიკური დისტრესისა და ზოგიერთი ფსიქიკური სიმპტომის მოსახსნელად. მიუხედავად იმისა, რომ, აბრეაქციას ამჟამად იშვიათად იყენებენ, მას აქ იმის გამო მოვიხსენიებთ, რომ ის საინტერესო მეთოდია ისტორიული თვალსაზრისით. აბრეაქცია მრავალი რელიგიური მკურნალობის კომპონენტია. მას იყენებდნენ ფსიქიატრიაში მეორე მსოფლიო ომის დროს მძიმე ნევროზის მდგომარეობიდან და მწვავე სტრესული აშლილობისა და პოსტტრავმული სტრესული აშლილობის მდგომარეობიდან პაციენტის სწრაფად გამოყვანის მიზნით (Sargant and Slater, 1940).

ჩვეულებრივ პრაქტიკაში აბრეაქცია ნაკლებ ეფექტურია, ალბათ იმის გამო, რომ, ყოველდღიურობაში, ძლიერი სტრესით ნაკლები აშლილობაა გამოწვეული. აბრეაქცია შეგვიძლია იმით გამოვიწვიოთ, რომ პაციენტს ტრავმული მოვლენების ხელახალი განცდა მოვთხოვოთ. ომის პერიოდში ამ პროცედურას ზოგჯერ ამარტივებდნენ სედატივების მცირე დოზის ინტრავენულად გამოყენების გზით.



წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები