აბულაძე იუსტინე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „იუსტინე აბულაძე“ გადაიტანა გვერდზე „აბულაძე იუსტინე“ გადამის...)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)

მიმდინარე ცვლილება 00:22, 27 ნოემბერი 2023 მდგომარეობით

AbulaZe iustine.jpg

იუსტინე ირაკლის ძე აბულაძე - (1874, სოფ. როკითი - 1962, თბილისი) - ფილოლოგი, ირანისტი, რუსთველოლოგი.

სარჩევი

[რედაქტირება] ბიოგრაფია

1900 დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტი ქართულ-სომხურ-სპარსული განხრით. 1901-1902 წლებში სპარსული ხელნაწერების შესასწავლად იმოგზაურა შუა აზიასა და დასავლეთ ევროპაში. საქართველოში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. იყო საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების გამგეობის წევრი და ამავე საზოგადოების მუზეუმის გამგე.

1917 წლის ნოემბრიდან იყო თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელთა საზოგადოების ერთ-ერთი წევრი, უნივერსიტეტის გახსნისთანავე კითხულობდა სპარსული ენისა და ლიტერატურის კურსს და ხელმძღვანელობდა მის მიერვე შექმნილი უნივერსიტეტის სპარსული ფილოლოგიის კათედრას.

ი. აბულაძე ქართულ-სპარსული ურთიერთობის კვლევის ფუძემდებელია. მან შეისწავლა „შაჰნამე” და „ვისრამიანი”. 1916 წელს გამოსცა „შაჰნამეს ანუ მეფეთა წიგნის” ქართული ვერსიების I ტომი. ასევე მონაწილეობდა II ტომის მომზადებაში. წერილების მთელი სერია მიუძღვნა „ვისრამიანის” ქართულ და სპარსულ ტექსტებს. 1938 წელს მონაწილეობდა ამ ძეგლის გამოცემაში. მას ეკუთვნის სპარსული ენის პირველი სახელმძღვანელო ქართულ ენაზე (1936 ). ი. აბულაძემ ორჯერ გამოსცა (1914,1926) „ვეფხისტყაოსანი” ვრცელი შესავლითა და ლექსიკონით. ეს ლექსიკონი მოგვიანებით, 1938 დაერთო პოემის საიუბილეო გამოცემას.

მანანა ლილუაშვილი

[რედაქტირება] ლიტერტურა

  • დ. კობიძე, იუსტინე აბულაძის ცხოვრება და მოღვაწეობა. თბ., 1964.
  • ზ. გაიპარაშვი - ლ ი, მ. ლილუაშვილი, „ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს ოქმები 1917-1926“. თბ., 2006.

[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

იუსტინე აბულაძე

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები