აბულაძე იუსტინე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „იუსტინე აბულაძე“ გადაიტანა გვერდზე „აბულაძე იუსტინე“ გადამის...)
(იხილე აგრეთცე)
ხაზი 15: ხაზი 15:
 
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]
 
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]
  
==იხილე აგრეთცე==
+
==იხილე აგრეთვე==
 
[http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001200/ იუსტინე აბულაძე]
 
[http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001200/ იუსტინე აბულაძე]
  

22:22, 7 იანვარი 2019-ის ვერსია

აბულაძე იუსტინე ირაკლის ძე - (1874, სოფ. როკითი - 1962, თბილისი) - ფილოლოგი, ირანისტი, რუსთველოლოგი. 1900 დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტი ქართულ-სომხურ-სპარსული განხრით. 1901-1902 წწ-ში სპარსული ხელნაწერების შესასწავლად იმოგზაურა შუა აზიასა და დასავლეთ ევროპაში. საქართველოში ეწეოდაპედაგოგიურ მოღვაწეობას. იყო საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების გამგეობის წევრი და ამავე საზოგადოების მუზეუმის გამგე.

1917 წ-ის ნოემბრიდან იყო თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელთა საზოგადოების ერთ-ერთი წევრი, უნივერსიტეტის გახსნისთანავე კითხულობდა სპარსული ენისა და ლიტერატურის კურსს და ხელმძღვანელობდა მის მიერვე შექმნილი უნივერსიტეტის სპარსული ფილოლოგიის კათედრას.

ი. აბულაძე ქართულ-სპარსული ურთიერთობის კვლევის ფუძემდებელია. მან შეისწავლა „შაჰნამე” და „ვისრამიანი”. 1916 გამოსცა „შაჰნამეს ანუ მეფეთა წიგნის” ქართული ვერსიების I ტომი. ასევე მონაწილეობდა II ტომის მომზადებაში. წერილების მთელი სერია მიუძღვნა „ვისრამიანის” ქართულ და სპარსულ ტექსტებს. 1938 მონაწილეობდა ამ ძეგლის გამოცემაში. მას ეკუთვნის სპარსული ენის პირველი სახელმძღვანელო ქართულ ენაზე (1936 ). ი. აბულაძემ ორჯერ გამოსცა (1914,1926) „ვეფხისტყაოსანი” ვრცელი შესავლითა და ლექსიკონით. ეს ლექსიკონი მოგვიანებით, 1938 დაერთო პოემის საიუბილეო გამოცემას.

მანანა ლილუაშვილი

ლიტერტურა

  • დ. კობიძე, იუსტინე აბულაძის ცხოვრება და მოღვაწეობა. თბ., 1964.
  • ზ. გაიპარაშვი - ლ ი, მ. ლილუაშვილი, „ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს ოქმები 1917-1926“. თბ., 2006.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

იუსტინე აბულაძე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები