ადგილმდებარეობის დამცავი თვისებები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ადგილმდებარეობის დამცავი თვისებები''' - რელიეფის, მცენარეუ...)
 
(წყარო)
ხაზი 15: ხაზი 15:
  
 
[[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]]
 
[[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]]
[[კატეგორია:ტერმინოლოგია]]
+
[[კატეგორია:ადგილმდებარეობა]]

16:57, 2 ოქტომბერი 2017-ის ვერსია

ადგილმდებარეობის დამცავი თვისებები - რელიეფის, მცენარეულობისა და ადგილობრივი საგნების თავისებურებები, რომლებიც შესაძლებელს ხდიან შესუსტდეს დაზიანების საშუალებათა ზემოქმედება. საუკეთესო დამცავი თვისებებით გამოირჩევა ხევებით, ღრანტეებითა (ღრმა და ვიწრო ხრამი) და ხრამებით დასერილი მთაგორიანი ადგილები.


ხრამმა შეიძლება 1,5-ჯერ შეასუსტოს დარტყმითი ტალღის მოქმედება. ტყის მასივები დარტყმით ტალღას ასუსტებენ 2-ჯერ, შუქგამოსხივების ზემოქმედებას ამცირებენ 6–8-ჯერ. მაღლობების პირიქითა ფერდობებზე ბირთვული დარტყმითი ტალღის წნევა 2–2,5-ჯერ ნაკლებია, ვიდრე დაბლობზე.

ადგილმდებარეობის ნაოჭები ირეკლავენ შუქგამოსხივებას და გამჭოლ რადიაციას. სხვადასხვა იარაღის დამაზიანებელი ზემოქმედებისაგან საიმედოდ იცავენ მიწისქვეშა გამოქვაბულები, მღვიმეები და გრუნტის სისქეში არსებული სხვა ბუნებრივი წარმონაქმნები.




წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები