ალბაადა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:48, 28 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ალბაადა - აფხ. ტრადიციული ხიფთანი (<ქართ. ლაბადა). ორი სახის იკერებოდა, მაუდისა და ხავერდის ქსოვილისაც. ხიფთანის მკლავებს გვერდზე ვერცხლის ან ოქროს სირმები დაჰყვებოდა. ზამთრის ხიფთანს სარჩულსაც უდებდნენ. აფხაზური ხიფთანები თავისი თარგით ჩერქეზი ქალების ხიფთანების მსგავსი იყო.