ალფ-არსლანის ლაშქრობები საქართველოში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალფ-არსლანის ლაშქრობები საქართველოში - 1064, 1067–68, თურქ-სელჩუკთა შემოსევები საქართველოში სულთან ალფ-არსლანის (1063–72) მეთაურობით. 1064 ივნის-ივლიში სელჩუკებმა ბრძოლით აიღეს ახალქალაქის ციხე, მოარბიეს თრიალეთი და ჯავახეთი. უფრო გამანადგურებელი მეორე ლაშქრობა შედგა 1067–68 ნოემბერ-იანვარში სელჩუკებმა სასტიკად ააოხრეს აღმოსავლეთ საქართველო და არგვეთი. უკან გაბრუნებულმა სულთანმა თბილისი და რუსთავი გადასცა თავის ვასალს, განჯის ამირა ფადლონს. ბაგრატ IV-მ 1068 გაზაფხულზე დაამარცხა ფადლონი და ქალაქები დაიბრუნა.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები