ანდრონიკაშვილი კონსტანტინე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კონსტანტინე ანდრონიკაშვილი

კონსტანტინე ემანუილის ძე ანდრონიკაშვილი – (დ. 1876, სოფ. კაჭრეთი სიღნაღის მაზრის თფილისის გუბ.). ქართველი, სოციალ დემოკრატი მენშევიკი მიმდევარი მ. ვ. პლეხანოვისა.

სარჩევი

განათლება

დავასრულე თფილისის მესამე გიმნაზია 1897. შევედი მოსკოვის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე, შემდეგ იმავე ფაკულტეტზე გადავედი კიევში.

ავტობიოგრაფია

განვლილი ცხოვრების მთავარი ეტაპები

ხელნაწერი

მესამე კურსიდან მთავრობამ გამომრიცხა სტუდენტთა რიცხვიდან პოლიტიკაში მონაწილეობის მიღების გამო. ეს ის წელიწადი იყო 1899–1900 წწ., როდესაც უნივერსიტეტებში სტუდენტთა წმინდა აკადემიური მოძრაობამ მიიღო ხასიათი პოლიტიკური. მაშინ პირველად სტუდენტობა დაუკავშირდა მუშათა მოძრაობას. მაშინ კიევში ჟანდარმთა უფროსათ იყო ცნობილი მხეცი ნავიცკი. კიევის ციხეში ვყვანდი ხუთი თვე, შემდეგ მომცა წინადადება 24 საათში დამეტოვებინა კიევი, ჩამაბარა „პროხოდნოე მოწმობა“ და მიკრა თავი ისევ იმ სოფელში სადაც დავიბადე. არ მქონდა უფლება სოფლიდან არსაით წასვლისა. უსაქმობის გამო, შეუდექი ბავშვების მზადებას, საშუალო სასწავლებლებში ვგზავნიდი სტატიებს გაზეთებში. დრო გამოშვებით გავიპარებოდი თფილისში, სადაც დაუკავშირდი თფილისის კომიტეტს. ასე ოთხი წლის შემდეგ მომცეს ნება თფილისში ცხოვრების.

აქ მე ვეცნობი ირაკლი წერეთელს, რომელიც მაშინ რედაქტორობდა „კვალს“. ერთმანეთს ძალიან დავუახლოვდით, არ დავშორებივართ ციხემდის 1904 წ. სწორეთ რუს.-იაპონიის ომის დროს დაგვიჭირეს მეტეხში ვისხედით. ხუთი თვის შემდეგ გამანთავისუფლეს და მიკრეს თავი ისევ სოფელში. აქ გლეხკაცობაში დავიწყე მუშაობა, ვაწყობდი ორგანიზაციებს და ვუკავშირებდი თფილისის სოც-დემოკრ. ორგან. ცენტრს.[…] რევოლუციამ 1905 წ. მე წამოვედი თფილისში. ცოტა ხნის შემდეგ თფილისის კომიტეტმა გამგზავნა ალექსანდროპოლში მოსაწყობათ ქალ. ალექსანდრეპოლის, ესივანის, ყარსის დეპოს მუშათა ორგანიზაციების დასაკავშირებლად ამიერ კავკასიის რკინის გზის მუშათა ცენტრის კომიტეტთან. 1906 წ. ჩამოვედი თფილისში. ამ დროს გამოდიოდა ლეგალური გაზეთი სოც.-დემოკ. „სხივი“ ნოე ჟორდანიას, ფ. მახარაძეს რედაქტორობით. ამ გაზეთში ვაძლევდი წერილებს პოლიტიკ.-ეკონომიურ კითხვებზე.

იმავე წელს დაიწყო საარჩევნო კომპანია რუსეთის სახელმწიფო დუმაში. არჩევნების დროს ჩავარდა ჩვენი საიდუმლო ტიპოგრაფია ავლაბარში, სადაც ხუთი წელიწადი გასძლო. შემოგვეპარა პროვოკატორი, რომელმაც გასცათ. მოხდა რედაქციაში საერთო ჩხრეკა და „სხივის“ რედაქციაში ვინც ვიყავით იმ დროს ყველანი დაგვიჭირეს.

აი ამ 1906 წლიდან მე აღარ მიშვებენ ციხიდან 1909 წლამდე. მიმცეს პასუხის გებაში ორ საქმეზე. ალექსანდროპოლისა / პროცესსი 38. პოლიტიკურ დამნაშავეთ და თფილისის ავლაბრის ტიპოგრაფისა. მე არასდროს არ მივლია ტიპოგრაფიაში ალბათ იმიტომ, რომ დარწმუნდნენ იგი ეკუთვნოდა თფილისის კომიტეტს. ამასთან საპასპორტო ბლანკები ტიპოგრაფიაში, ამისთანა ბლანკები რამოდენიმე აღმოაჩინეს „სხივის“ რედაქციაში.

როგორც ერთი ისე მეორე საქმეზე მომცეს ციმბირი სამუდამოთ გადასახლებით პალატის გადაწყვეტილებით. 1914 წ. ეტაპით გამგზავნეს ენისეის გუბერნიაში სოფ. კუზნეცოვაში.

ექვსი თვის შემდეგ გამოვიპარე. ცხრა თვე ვიმალებოდი მოსკოვში. მიშოვნეს ნამდვილი სტუდენტის მოწმობა, რომლის საშუალებით დავიარებოდი ისევ იურიდიულ ფაკულტეტზე, ვისმენდი ისევ ჩემს ძველ ნაცნობ პროფესორებს. ცხრა თვის შემდეგ უკვე იძულებული გავხდი საზღვარ გარეთ წავსულიყავ. პირველათ ვცხოვრობდი ჟენევაში, მერე ლიზანაში, ერთი წელიწადი ვცხოვრობდი პარიზში. ელექტრო-ტეხნიკურ კურსები გავათავე და გადმოვედი ისევ შვეიცარიაში. 1917 წ. რევოლუციამდე, ვცხოვრობდი ლაზანაში. დავბრუნდი რუსეთში ინგლისით, არა გერმანიით. მაშინ ამ გზებმა ანუ საშუალებამ სამშობლოში დასაბრუნებლათ მიიღო პოლიტიკური ხასიათი და დიდი განხეთქილება ატყდა სოც.-დემოკრ. ემიგრანტთა შორის ამ ნიადაგზე. საზღვარგარეთიდან ვთანამშრომლობდი სოც.-დემოკრატებთან და ახლაც განვაგრძობ. ჩამოსვლისთანავე საზღვარგარეთიდან დავბრუნდი თელავში. თავად. ახლაც ვითვლები

კონსტანტინე ანდრონიკაშვილი

წყარო

საქართველოს ეროვნული არქივი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები