ანჩისხატის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ანჩისხატის ეკლესიის სიწმინდეები და ფრესკები)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Anchsxatis eklesia.jpg|thumb|250პქ|ანჩისხატის ეკლესია]]
 
[[ფაილი:Anchsxatis eklesia.jpg|thumb|250პქ|ანჩისხატის ეკლესია]]
'''ანჩისხატის ეკლესია''' - დღევანდელ დღეს ანჩისხატად წოდებული [[ეკლესია]] აგებულია მე-5 საუკუნის ბოლოსა და მე-6 საუკუნის დასაწყისში, [[ვახტანგ გორგასალი|ვახტანგ გორგასლისა]] და მისი ძის - დაჩის მიერ, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობილის შობის სახელზე. ეს იყო ერთადერთი [[ეკლესია]] [[თბილისი|თბილისში]], სადაც მუსულმანთა 400 წლიანი ბატონობის დროსაც კი ზარი ყოველთვის ხმიანობდა და ამიტომ მას „ზარის ეკლესიასაც“ უწოდებდნენ მე-17 საუკუნის დასაწყისამდე, ვიდრე სოფელ [[ანჩი|ანჩიდან]] არ გადმოაბრძანეს მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, რომელსაც თან ჩამოჰყვა მისი მცველი - პეტრე მესხი.
+
'''ანჩისხატის ეკლესია''' - თბილისის ღვთისმშობლის შობის ტაძარი (მცხეთა-თბილისის ეპარქია). მდებარეობს მტკვრის მარჯვენა ნაპირზე (ახლანდელი შავთელის ქ-ის №5/7).  
  
ანჩისხატის ეკლესია კლდეში ამოკვეთილ სარდაფზე დგას.იგი ერთ-ერთი უძველესი სამნავიანი [[ბაზილიკა|ბაზილიკაა]] ([[ბაზილიკა]] - ქრისტიანული ეკლესიის უძველესი სახეობა. მართკუთხა ფორმის უგუმბათო ეკლესია). დროთა განმავლობაში მისმა ნაწილებმა მნიშვნელოვნად იცვალა სახე და განსაკუთრებით მე–17 საუკუნეში ჩატარებული აღდგენითი სამუშაოებისას (ამ პერიოდს განეკუთვნებიან აგურის ბოძები და თაღებიც). უძველეს ფრგამენტებს წარმოადგენენ თარაზულნაკერიანი, კვადრებით ამოყვანილი ფასადების ცალკეული ნაწილები, სარკმლები აღმოსავლეთის კედელზე, მთავარი თაღის და საკურთხევლის სარკმლის ნალისებრი მოყვანილობა, აბსიდა... 1958 წელს ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაოები, რის შედეგად გვიანდელი (მე–19 საუკუნის) ფერწერის ქვეშ გამოვლინდა მე–17 საუკუნის კედლის მხატვრობის ნაწილები. გარდა ამისა, ყურადღებას იპყრობს დასავლეთის შესასვლელის თავზე გამოვლენილი ნალისებრი ფორმის ლუნეტი. ლუნეტის მოხაზულობას და ამავე ფასადზე მოთავსებული ჯვრის გამოსახულებას მედალიონში პარალელები მოეპოვებათ ქართული ადრექრისტიანულ ძეგლებსა, და მათ შორის მე–5 საუკუნის შესანიშნავ ბაზილიკაზე – ბოლნისის სიონზე.
+
ანჩისხატის ეკლესია [[თბილისი]]ს ერთ-ერთი უძველესი ხუროთმოძღვრული ძეგლია. აგებულია VI ს. დასაწყისში მეფე დაჩი უჯარმელის დროს. გ. ჩუბინიშვილის აზრით, ახლანდ. ანჩისხატის ეკლესია უნდა იყოს „მოქცევაჲ ქართლისალში“ მოხსენიებული „მარიამ წმიდალ ეკლესიად“. არსებობს მოსაზრება, რომ ანჩისხატის ეკლესიას ძველ დროში „ზარის საყდარს“ უწოდებდნენ იმის გამო, რომ არაბთა ბატონობის დროს, მხოლოდ ამ ტაძარს, როგორც ქართლის [[კათოლიკოსი]]ს ეკლესიას, ჰქონდა [[ზარი]]ს რეკის უფლება. „ანჩისხატი“ ტაძარს ეწოდა მას შემდეგ, რაც ანჩის მონასტრიდან წამოღებული მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი („[[ანჩის ხატი]]“) აქ დააბრძანეს (XVII ს.). ვახუშტი ბატონიშვილი მას საკათოლიკოსო ეკლესიად მოიხსენიებს: „არს კუალად ანჩისხატი დიდი უგუმბათო კათალიკოზისა...“.
 +
===აღწერილობა===
 +
ანჩისხატის ეკლესია თბილისის ერთ-ერთ იმ მცირერიცხოვან ხუროთმოძღვრულ ძეგლთა რიგშია, რომელმაც ჟამთა ვითარებას გაუძლო და, რიგი გადაკეთებების მიუხედავად, დღემდე შეინარჩუნა თვითმყოფადობა. მას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ქართული ხუროთმოძღვრების, ისე თბილისის ისტორიისთვის. „ანჩისხატი“ სამნავიან [[ბაზილიკა]]ს წარმოადგენს (ზომები: 22 X 13 მ). იგი მოყვითალო ტუფის კვადრებითაა აგებული. აქვს სამნავიანი ბაზილიკისთვის დამახასიათებელი პროფილი – ორქანობა სახურავით გადახურული შუა ამაღლებული ნავითა და დაბალი, ცალფერდა სახურავით გადახურული გვერდითი ნავებით.  
  
ბაზილიკის დასავლეთით, შავთელის ქუჩის პირას დგას აგურის სამრეკლო. იგი ცენტრში გაჭრილია შეისრული თაღით და ქუჩას აკავშირებს დაბალ ბაქანზე მდგარ ტაძართან. კარიბჭის თავზე მოქცეული წარწერა გვაუწყებს, რომ იგი აშენებულია ქართლის კათალიკოსის დომენტის მიერ 1675 წელს. სამრეკლოს არქიტექტურა (აგურის წყობის ხასიათი, შეისრული თაღები) დამახასიათებელია გვიანფეოდალური საქართველოსათვის, როდესაც ირანული გავლენა ხუროთმოძღვრებაშიც იკვლევს გზას.
+
ტაძრის ინტერიერი გარეგნული პროფილის ანალოგიურადაა დანაწევრებული: შუა ნავი გვერდითებზე მაღალი და ფართოა. იგი აღმოსავლეთით გეგმით [[ნალი|ნალისებური]] [[აფსიდი]]თ ბოლოვდება. აფსიდაში დიდი ზომის პარალელურწირთხლებიანი სარკმელია. აფსიდისგან გამოყოფილ პასტოფორიუმებს შესასვლელები გვერდითი ნავებიდან აქვს. სადიაკვნე გეგმით კვადრატულია, [[სამკვეთლო]] კი – წაგრძელებული. იგი ჩრდილოეთ ნავზე უფრო ფართოა და მისი გრძივი ღერძი ჩრდო-სამხრეთისკენაა მიმართული. ჩრდილო-აღმოსავლეთ ფასადზე იგი კედლის საერთო აბრისიდან გამოსულია და ტეხილ კონტურს ქმნის. ძალზე მაღალი პასტოფორიუმები გაურკვეველი ფორმის კამარებითაა გადახურულთ რომლებიც ჯვრულ კამარებს მოგვაგონებს. ნავები ერთმანეთისგან [[აგური]]ს მრგვალი სვეტების ორი მწკრივითაა გაყოფილი. იმის გამო, რომ განივი კედლებიდან მათი დაშორება არათანაბარია, სვეტებზე დაყრდნობილ თაღებს განსხვავებული რადიუსი და მოყვანილობა აქვს. თაღების დასავლეთი წყვილი ყველაზე მცირე ზომის მალით ხასიათდება. მისი დასავლეთ მონაკვეთები ნალისებურია. თაღების ცენტრალური წყვილი ნახევარწრიული და ოდნავ დადაბლებულია, აღმოსავლეთ წყვილს კი აფსიდასთან ნალისებური მოყვანილობა აქვს და შემდეგ ნახევარწრიულ მოხაზულობაში გადადის. ნავები სიგრძეზე კამარებითაა გადახურული. ცენტრალური ნავის კამარა შეისრული ფორმისაა, გვერდითი კამარები კი – ნახევარწრიული. აფსიდა ცენტრალური ნავის კამარაზე გაცილებით დაბალია, ამის გამო ტრიუმფალური თაღის ზემოთ ვერტიკალური, მაღალი შუბლია აღმართული, რომლის უკან, [[კონქი]]ს თავზე, ბნელი სათავსი-სამალავის არსებობაა სავარაუდო.  
 
+
ანჩისხატის ტაძარი ყოველთვის არა მარტო სალოცავი ტაძარი, არამედ კულტურულ-საგანმანათლებლო კერაც იყო. სწორედ მის ეზოში არსებობდა სასულიერო სემინარია, სადაც ღებულობდნენ სასულიერო განათლებას, როგორც უფლისწულები, ასევე [[ქართველები|ქართველ]] თავად-აზნაურთა შვილები.
+
 
+
1755 წელს დიდმა კათოლიკოსმა [[ანტონ I |ანტონ I]] განაახლა მტრისაგან დანგრეული სემინარია, რომელმაც იარსება [[ანტონ II]]-ის კათოლიკოსის [[რუსეთი|რუსეთში]] იძულებით წასვლამდე (1811 წ).
+
 
+
[http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00005971/ დომენტი კათოლიკოსმა] ანჩისხატის ეკლესიას აუშენა სამრეკლო, რომელიც დღესაც პირვანდელი სახითაა; შეაკეთა თვით ეკლესია და დაძველებული  სამკვეთლოს წინა მხარე, განაახლა თავისი სასახლე, ააშენა სახლი მოსამსახურეთათვის და ყრმათა სასწავლებლად. რაც თვით ვერ მოასწრო, მისმა მოადგილემ, შემდგომ კი კათოლიკოსმა ნიკოლოზმა დაამთავრა.
+
 
+
მიუხედავად აღა-მაჰმად-ხანის უამრავი შემოსევებისა და როსტომ მეფის მიერ მრავალი სპარსული წეს-ჩვეულების შემოღებისა, დედოფალ მარიამისა და კათოლიკოსების - ქრისტეფორეს, დომენტისა და  ნიკოლოზის - მეოხებით საქართველოში არც [[ქრისტიანობა]] შესუსტებულა და მხატვრობამაც და მწერლობამაც ძალიან დიდი ნაბიჯებით წაიწია წინ. ანჩისხატის ეკლესია იყო სწავლა-განათლების უპირველესი კერა, რომელიც თავისთან იზიდავდა არა მარტო ქართველებს, არამედ სომხებსა და თათრებსაც კი.
+
 
+
ანჩისხატის ეკლესიის დღესასწაულია 29 აგვისტო. მას ანჩისხატობა ეწოდება. ამავე დღეს მარტყოფში აღინიშნება მამა ანტონობა ანუ მარტყოფობა, რადგან მე-6 საუკუნეში მამა ანტონმა შემოაბრძანა კეცზე ამოტვიფრული პირი მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატისა და მას მარტყოფში აუშენა ე.. „ღვთაების ეკლესია“
+
 
+
[[ფაილი:AnCisxati 3.jpg|thumb|300პქ|'''"ხე ცხოვრებისა"'''. ფრესკა. ანჩისხატის ეკლესია]]
+
====ანჩისხატის ეკლესიის სიწმინდეები და ფრესკები====
+
ანჩისხატის ეკლესიის ყველაზე დიდი სიწმინდე - [[უფლის ხელთუქმნელი ხატი]] - მსოფლიო საქრისტიანოს უდიდესი სიწმინდეა, რომელიც სამწუხაროდ მლოცველთათვის მიუწვდომელია, რადგან საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდშია დაცული. საკურთხეველშია დაბრძანაბული ზუსტი ასლი, ხოლო [[ამბიონი|ამბიონზე]] კი უფრო ადრინდელი დაწერილი ასლია. ტაძარში, ამბიონის წინ, სამეფო  ტახტის გვერდით არის ძვირფასად შემკული ანჩისხატის ფოტოპირი.
+
 
+
ანჩისხატის ეკლესიაში ინახებოდა ღმრთისმშობლის ძვირფასი ხატი, რომელსაც უკან 22 უჯრა ჰქონდა. იქ ინახებოდა წმიდანთა ნაწილები, მათ შორის ღმრთისმშობლის [[კაბა|კაბისა]] და [[სარტყელი|სარტყლის]] ნაჭერი, [[მძივი]], თმის ნაწილი და სხვა. ეს ხატი დაიკარგა ბოლშევიკების შემოსევის დროს და დღესაც არ ვიცით სად არის.
+
 
+
ანჩისხატის მხატვრობა განახლებულია ჯერ ნიკოლოზ კათოლიკოსის  მიერ 1680 წ. შემდეგ 1714 წ. უამრავი ფრესკებიდან დღეისათვის სრულყოფილად შემონახულია რამდენიმე ფრესკა, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია ე.. „ხე ცხოვრებისა“. ეს ფრესკა საკურთხევლის ზემოდან იწყება და [[გუმბათი|გუმბათის]] ყელამდე ადის. ხის ქვეშ წევს იესე - დავით წინასწარმეტყველის მამა. შუაში არის ღმრთისმშობელი მარიამი, ხოლო თავში კი იესო ქრისტე. ამ ფრესკას  კიდევ უწოდებენ ქრისტეს ხორციელი  ცხოვრების გენეალოგიის ხეს, რადგანაც ხორციელად იგი იშვა დავით წინასწამეტყველის შტოდან.
+
 
+
ტოტებზე არიან ბაგრატოვანი მეფეები, რაც მიუთითებს, რომ ჩვენი მეფეები  დავით მეფის შთამომავლნი არიან. ამიტომ ფრესკას მესამე სახელითაც მოიხსენიებენ: „ბაგრატოვანთა გენეალოგიის ხე“ (ამ ფრესკას, საეკლესიო გადმოცემით, მე-14 საუკუნის ფრესკად თვლიან.)
+
 
+
აღნიშნული ფრესკის გარდა, კედლის მხატვრობიდან კარგადაა შემორჩენილი შემდეგი ფრესკები:
+
 
+
ა) სამხრეთის შუა თაღზე დახატულია [[ანტონ მარტყოფელი]] კეცზე ამოტვიფრული ხელთუქმნელი [[ხატი|ხატით]];
+
ბ) ქალაქ ედესის [[ბჭე|ბჭენი]] და მის თაღზე ხელთუქმნელი ხატი; 3) თადეოზ მოციქულის და ანანიას მოსვლა ავგაროზთან და ავგაროზის მიერ ხელთუქმნელი ხატის თაყვანისცემა; ჩრდილოეთის შუა თაღზე დახატულია:
+
ა) ღმრთისმშობლის ხარება; ბ) ტაძრად მიყვანება და გ) მიძინება.
+
 
+
ანჩისხატის ტაძარს დიდძალი ქონებიდან თითქმის აღარაფერი შერჩა. რაც აღამაჰმადხანს გადაურჩა 1795 წელს, 1859 და 1878 წ.წ. გაყიდა რუსეთის მთავრობამ. განადგურებული იქნა ანტონ დიდი კათალიკოსის მიერ 1755 წლის 1 იანვარს განახლებული სემინარია.
+
 
+
დაკარგულია სამკვეთლოდან და სალაროდან მტკვარზე ჩასასვლელი საიდუმლო გვირაბები. შემორჩენილია ანტონ კათოლიკოსის სასახლის I სართული, რომელიც ისევე მოელის მზრუნველი პატრონის ხელს, [[ვითარცა]] მეორე სარდაფი სამრეკლოს გვერდით, სადაც 1848 წლამდე კიდევ ცხოვრობდა თითოოროლა [[მონაზონი]] (უკანასკნელი, თამარ მონაზონია ცნობილი).
+
 
+
ანჩისხატის ტაძარში ჩრ. დას. კუთხეში დასაფლავებულია კათოლიკოს-   პატრიარქი ევდემოზ დიასამიძე, რომელიც როსტომ მეფემ ჯერ დაახრჩობინა მეტეხის ციხეში, შემდეგ გადმოაგდებინა იქიდან, (ზოგიერთი ისტორიული წყაროს მიხედვით, ევდემოზ დიასამიძე გადმოაგდეს ნარიყალას ციხიდან, აბანოების მხარეს.) სამღვდელოებამ საიდუმლოდ მოასვენა მისი ცხედარი  და აქ დამარხა. 2001 წლის 29 აგვისტოს გაკეთდა მემორიალური საფლავი, სადაც ჩაუქრობლად ანთია კანდელი.
+
  
 
== წყარო ==
 
== წყარო ==
ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
+
[[საქართველოს მათლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]]
  
 
==იხილე აგრეთვე==
 
==იხილე აგრეთვე==

15:53, 23 თებერვალი 2021-ის ვერსია

ანჩისხატის ეკლესია

ანჩისხატის ეკლესია - თბილისის ღვთისმშობლის შობის ტაძარი (მცხეთა-თბილისის ეპარქია). მდებარეობს მტკვრის მარჯვენა ნაპირზე (ახლანდელი შავთელის ქ-ის №5/7).

ანჩისხატის ეკლესია თბილისის ერთ-ერთი უძველესი ხუროთმოძღვრული ძეგლია. აგებულია VI ს. დასაწყისში მეფე დაჩი უჯარმელის დროს. გ. ჩუბინიშვილის აზრით, ახლანდ. ანჩისხატის ეკლესია უნდა იყოს „მოქცევაჲ ქართლისალში“ მოხსენიებული „მარიამ წმიდალ ეკლესიად“. არსებობს მოსაზრება, რომ ანჩისხატის ეკლესიას ძველ დროში „ზარის საყდარს“ უწოდებდნენ იმის გამო, რომ არაბთა ბატონობის დროს, მხოლოდ ამ ტაძარს, როგორც ქართლის კათოლიკოსის ეკლესიას, ჰქონდა ზარის რეკის უფლება. „ანჩისხატი“ ტაძარს ეწოდა მას შემდეგ, რაც ანჩის მონასტრიდან წამოღებული მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი („ანჩის ხატი“) აქ დააბრძანეს (XVII ს.). ვახუშტი ბატონიშვილი მას საკათოლიკოსო ეკლესიად მოიხსენიებს: „არს კუალად ანჩისხატი დიდი უგუმბათო კათალიკოზისა...“.

აღწერილობა

ანჩისხატის ეკლესია თბილისის ერთ-ერთ იმ მცირერიცხოვან ხუროთმოძღვრულ ძეგლთა რიგშია, რომელმაც ჟამთა ვითარებას გაუძლო და, რიგი გადაკეთებების მიუხედავად, დღემდე შეინარჩუნა თვითმყოფადობა. მას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ქართული ხუროთმოძღვრების, ისე თბილისის ისტორიისთვის. „ანჩისხატი“ სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენს (ზომები: 22 X 13 მ). იგი მოყვითალო ტუფის კვადრებითაა აგებული. აქვს სამნავიანი ბაზილიკისთვის დამახასიათებელი პროფილი – ორქანობა სახურავით გადახურული შუა ამაღლებული ნავითა და დაბალი, ცალფერდა სახურავით გადახურული გვერდითი ნავებით.

ტაძრის ინტერიერი გარეგნული პროფილის ანალოგიურადაა დანაწევრებული: შუა ნავი გვერდითებზე მაღალი და ფართოა. იგი აღმოსავლეთით გეგმით ნალისებური აფსიდით ბოლოვდება. აფსიდაში დიდი ზომის პარალელურწირთხლებიანი სარკმელია. აფსიდისგან გამოყოფილ პასტოფორიუმებს შესასვლელები გვერდითი ნავებიდან აქვს. სადიაკვნე გეგმით კვადრატულია, სამკვეთლო კი – წაგრძელებული. იგი ჩრდილოეთ ნავზე უფრო ფართოა და მისი გრძივი ღერძი ჩრდო-სამხრეთისკენაა მიმართული. ჩრდილო-აღმოსავლეთ ფასადზე იგი კედლის საერთო აბრისიდან გამოსულია და ტეხილ კონტურს ქმნის. ძალზე მაღალი პასტოფორიუმები გაურკვეველი ფორმის კამარებითაა გადახურულთ რომლებიც ჯვრულ კამარებს მოგვაგონებს. ნავები ერთმანეთისგან აგურის მრგვალი სვეტების ორი მწკრივითაა გაყოფილი. იმის გამო, რომ განივი კედლებიდან მათი დაშორება არათანაბარია, სვეტებზე დაყრდნობილ თაღებს განსხვავებული რადიუსი და მოყვანილობა აქვს. თაღების დასავლეთი წყვილი ყველაზე მცირე ზომის მალით ხასიათდება. მისი დასავლეთ მონაკვეთები ნალისებურია. თაღების ცენტრალური წყვილი ნახევარწრიული და ოდნავ დადაბლებულია, აღმოსავლეთ წყვილს კი აფსიდასთან ნალისებური მოყვანილობა აქვს და შემდეგ ნახევარწრიულ მოხაზულობაში გადადის. ნავები სიგრძეზე კამარებითაა გადახურული. ცენტრალური ნავის კამარა შეისრული ფორმისაა, გვერდითი კამარები კი – ნახევარწრიული. აფსიდა ცენტრალური ნავის კამარაზე გაცილებით დაბალია, ამის გამო ტრიუმფალური თაღის ზემოთ ვერტიკალური, მაღალი შუბლია აღმართული, რომლის უკან, კონქის თავზე, ბნელი სათავსი-სამალავის არსებობაა სავარაუდო.

წყარო

საქართველოს მათლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

იხილე აგრეთვე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები