არამეული დამწერლობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის 16 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''არამეული დამწერლობა''' - არამეული დამწერლობა სემიტური დამწერლობის ერთ-ერთი სახეობაა. იგი შედგება 22 ნიშნისაგან, რომლებიც მხოლოდ თანხმოვნებია და იწერება მარჯვნიდან მარცხნივ. პირველი ათასწლეულის მეორე ნახევარში არამეული ანბანი განვრცობილი იყო მთელ ახლო აღმოსავლეთში.  
+
[[ფაილი:Arameuli anbani.JPG|thumb|მარცხნივ|150პქ|არამეული ამბანი]]
 +
'''არამეული დამწერლობა''' - ჩრდილო სემიტური [[დამწერლობა]]. განვითარდა ფინიკიური დამწერლობისაგან და ძვ. წ. VIII ს-ში დამოუკიდებელი სახე მიიღო. არამეული ენის საერთაშორისო სტატუსმა ხელი შეუწყო არამეული დამწერლობის ფართოდ გავრცელებას. მას იყენებდნენ არა მარტო არამეელები, არამედ ყველა ის ხალხი. ვინც ცხოვრობდა [[აქემენიდების იმპერია|აქემენიდთა იმპერიის]] ვრცელ ტერიტორიაზე (მცირე აზია, ახლო და შუა აღმოსავლეთი). ჩრდილოეთით მისი გავრცელების არეალი აღწევდა [[კავკასია]]საც.
  
ეგვიპტეში აღმოჩენილი არამეული დამწერლობა პაპირუსებზე, ძალიან დაწვრილებით აღწერს ებრაელთა ცხოვრებას ძველი წელთაღრიცხვის მე-9 და მე-8 საუკუნეებში. არამეული ენა იყო საერთაშორისო ენა ასურეთ-ბაბილონში. ძვ. წ. აღრ-ის მე-6 საუკუნიდან მან განდევნა ებრაული ენა მრავალი ქვეყნიდან. არამეულს სამწერლობო ენად იყენებდა არაბთა უმრავლესობა I-II საუკუნეებში. ამავე პერიოდისაა მცხეთის არამეულ-არმაზული წარწერაც. დღეს არამეულ ენაზე მოლაპარაკე მოსახლეობა არის სირიაში, ერაყში, თურქეთში, ირანში, ისრაელში. მცირე რაოდენობით არის ყოფილ საბჭოთა კავშირში და აშშ-ში.
+
აქემენიდთა იმპერიის დაცემამდე (ძვ. წ. IV ს.) არამეული დამწერლობა ძირითადად ერთგვაროვანია და ცალკეულ ძეგლთა შორის განსხვავება მცირეა. იმპერიის დაცემის შემდეგ ეცემა არამეული ენის პრესტიჟიც და იწყება არამეული დამწერლობის ერთიანი ტიპის დაშლა. ვითარდება ლოკალური დამწერლობები, რომლებიც ორ შტოდ ლაგდება: დასავლური (ებრაული-კვადრატული, ნაბატეური) და აღმოსავლური (ჩრდილოეთ მესოპოტამიური, სამხრეთ მესოპოტამიური, პალმირულ-სირიული, პართული). ამ სახეობათა ერთი ნაწილი გამოიყენება საკუთრივ არამეულისა და მისი მონათესავე სემიტური ენებისათვის, მორე – სრულიად სხვა
 +
სისტემის ენათათვის, რომელთა შორის პირველ რიგში [[ირანული ენები]]ა (პართული და ფალაური, ანუ საშუალო
 +
სპარსული). სწორედ მათთვის გამოიყენება არამეული დამწერლობის პართული ტიპი, რომელიც განსაკუთრებულ სიახლოვეს ჩრდილო მესოპოტამიურ დამწერლობასთან ავლენს. ჩრდილოეთ მესოპოტამიურ დამწერლობათა ტიპს განეკუთვნება არმაზული დამწერლობაც. რომლით შესრულებული არამეული წარწერები აღმოჩენილია საქართველოსა და სომხეთის ტერიტორიაზე (I-II სს.).  
  
 +
არამეული დამწერლობა ანბანური დამწერლობაა, რომელიც მხოლოდ თანხმოვნებს გადმოსცემს და შეიცავს 22 ასოს (თუმცა ვარაუდობენ, რომ მათი რაოდენობა მეტია). გრძელი ხმოვნების გადმოსაცემად თავდაპირველად იყენებდნენ ასოებს w და y (ზოგჯერ o-სა და h-საც). რომლებიც შესაძლებელია გამოტოვებულიც ყოფილიყო (დეფექტური დამწერლობა). ამასთანავე, გვაქვს შემთხვევები, როდესაც იგივე ასოები გადმოსცემდნენ მოკლე ხმოვნებსაც (განსაკუთრებით უცხოურ საკუთარ სახელებში). ხმოვნების გამოხატვის აღნიშნული პრინციპი მთლიანად გატარდა საშუალო არამეულის ერთ-ერთ ლიტერატურულ დიალექტში – მანდეურში (III–VIII სს.). [[ბიბლია|ბიბლიის]] ტექსტებისათვის შემოღებული ვოკალურ ნიშანთა სისტემა გავრცელდა ბიბლიის არამეულ
 +
ნაწილზეც (VII ს.) ხოლო სირიულმა შექმნა ხმოვანთა აღნიშვნის ორი სისტემა (იაკობიტური და ნესტორიანული), რომელთაც დღესაც იყენებენ. არამეულად წერენ ერთ ჰორიზონტალურ ხაზზე მარჯვნიდან მარცხნივ.
  
 +
''კ. წერეთელი ''
  
  
== წყარო ==
 
ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
 
  
[[კატეგორია:რელიგია]]
+
 
 +
 
 +
 
 +
 
 +
 
 +
 
 +
 
 +
 
 +
==ლიტერატურა==
 +
* წერეთელი გ. არამეული დამწერლობა. – ქსე, ტ.I. თბ., 1975;
 +
* წერეთელი კ. [[არამეული ენა]], თბ., 1982;
 +
* მისივე, არამეული დამწერლობით შესრულებული ახალი წარწერა მცხეთა-სამთავროდან. – „მაცნე“
 +
* (ისტორიის სერია), 1987, №3;
 +
* მისივე. საქართვლოში აღმოჩენილი არამეული წარწერები და მათი ისტორიულ-კულტურული მნიშენელობა. – იქვე. 1991, №1.
 +
 
 +
==წყარო==
 +
[[ქართული ენა: ენციკლოპედია]]
 +
[[კატეგორია:ენათმეცნიერება]]
 
[[კატეგორია:დამწერლობა]]
 
[[კატეგორია:დამწერლობა]]
 +
[[კატეგორია:არამეული დამწერლობა]]

მიმდინარე ცვლილება 14:38, 12 მარტი 2024 მდგომარეობით

არამეული ამბანი

არამეული დამწერლობა - ჩრდილო სემიტური დამწერლობა. განვითარდა ფინიკიური დამწერლობისაგან და ძვ. წ. VIII ს-ში დამოუკიდებელი სახე მიიღო. არამეული ენის საერთაშორისო სტატუსმა ხელი შეუწყო არამეული დამწერლობის ფართოდ გავრცელებას. მას იყენებდნენ არა მარტო არამეელები, არამედ ყველა ის ხალხი. ვინც ცხოვრობდა აქემენიდთა იმპერიის ვრცელ ტერიტორიაზე (მცირე აზია, ახლო და შუა აღმოსავლეთი). ჩრდილოეთით მისი გავრცელების არეალი აღწევდა კავკასიასაც.

აქემენიდთა იმპერიის დაცემამდე (ძვ. წ. IV ს.) არამეული დამწერლობა ძირითადად ერთგვაროვანია და ცალკეულ ძეგლთა შორის განსხვავება მცირეა. იმპერიის დაცემის შემდეგ ეცემა არამეული ენის პრესტიჟიც და იწყება არამეული დამწერლობის ერთიანი ტიპის დაშლა. ვითარდება ლოკალური დამწერლობები, რომლებიც ორ შტოდ ლაგდება: დასავლური (ებრაული-კვადრატული, ნაბატეური) და აღმოსავლური (ჩრდილოეთ მესოპოტამიური, სამხრეთ მესოპოტამიური, პალმირულ-სირიული, პართული). ამ სახეობათა ერთი ნაწილი გამოიყენება საკუთრივ არამეულისა და მისი მონათესავე სემიტური ენებისათვის, მორე – სრულიად სხვა სისტემის ენათათვის, რომელთა შორის პირველ რიგში ირანული ენებია (პართული და ფალაური, ანუ საშუალო სპარსული). სწორედ მათთვის გამოიყენება არამეული დამწერლობის პართული ტიპი, რომელიც განსაკუთრებულ სიახლოვეს ჩრდილო მესოპოტამიურ დამწერლობასთან ავლენს. ჩრდილოეთ მესოპოტამიურ დამწერლობათა ტიპს განეკუთვნება არმაზული დამწერლობაც. რომლით შესრულებული არამეული წარწერები აღმოჩენილია საქართველოსა და სომხეთის ტერიტორიაზე (I-II სს.).

არამეული დამწერლობა ანბანური დამწერლობაა, რომელიც მხოლოდ თანხმოვნებს გადმოსცემს და შეიცავს 22 ასოს (თუმცა ვარაუდობენ, რომ მათი რაოდენობა მეტია). გრძელი ხმოვნების გადმოსაცემად თავდაპირველად იყენებდნენ ასოებს w და y (ზოგჯერ o-სა და h-საც). რომლებიც შესაძლებელია გამოტოვებულიც ყოფილიყო (დეფექტური დამწერლობა). ამასთანავე, გვაქვს შემთხვევები, როდესაც იგივე ასოები გადმოსცემდნენ მოკლე ხმოვნებსაც (განსაკუთრებით უცხოურ საკუთარ სახელებში). ხმოვნების გამოხატვის აღნიშნული პრინციპი მთლიანად გატარდა საშუალო არამეულის ერთ-ერთ ლიტერატურულ დიალექტში – მანდეურში (III–VIII სს.). ბიბლიის ტექსტებისათვის შემოღებული ვოკალურ ნიშანთა სისტემა გავრცელდა ბიბლიის არამეულ ნაწილზეც (VII ს.) ხოლო სირიულმა შექმნა ხმოვანთა აღნიშვნის ორი სისტემა (იაკობიტური და ნესტორიანული), რომელთაც დღესაც იყენებენ. არამეულად წერენ ერთ ჰორიზონტალურ ხაზზე მარჯვნიდან მარცხნივ.

კ. წერეთელი






[რედაქტირება] ლიტერატურა

  • წერეთელი გ. არამეული დამწერლობა. – ქსე, ტ.I. თბ., 1975;
  • წერეთელი კ. არამეული ენა, თბ., 1982;
  • მისივე, არამეული დამწერლობით შესრულებული ახალი წარწერა მცხეთა-სამთავროდან. – „მაცნე“
  • (ისტორიის სერია), 1987, №3;
  • მისივე. საქართვლოში აღმოჩენილი არამეული წარწერები და მათი ისტორიულ-კულტურული მნიშენელობა. – იქვე. 1991, №1.

[რედაქტირება] წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები