არსენ II

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:22, 25 თებერვალი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არსენ II - (X საუკუნე). ქართველი საეკლესიო მოღვაწე, მწერალი, ქართლის კათოლიკოსი დაახლოებით 599-988 წწ.

მკვლევართა აზრით მან დაწერა ასურელ მამათა - იოანე ზედაზნელის, იესე წალკნელისა და შიო მღვიმელის ცხოვრება. ეს თხზულება „ასურელ მამათა ცხოვრების“ მოკლე რედაქციაა. XI-XII სს. იგი მეტაფრასულ ყაიდაზე შეუვსიათ და განუვრციათ. ჯუანშერის თხზულების, „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“, ერთ-ერთი ჩანართი გვამცნობს, რომ ასურელ მამათა მოსვლიდან 420 წ. შემდეგ მათი მოღვაწეობა „გამოკითხა და გამოიძია წმიდამან მამამან ჩუენმან, არსენი ქართლისა კათალიკოსმან“. კ. კეკელიძის აზრით, ეს კათალიკოსი იყო სწორედ არსენ II, „კაცი განათლებული და მწიგნობარი“.

ზ. აბაშიძე


წყარო

საქართველოს მათლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები