აშალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''აშალი''' - (''ხევს''.) თხელი სარიტუალო პურები, რო...)
 
(წყარო)
ხაზი 15: ხაზი 15:
 
[[კატეგორია:ხევსურული რიტუალები]]
 
[[კატეგორია:ხევსურული რიტუალები]]
 
[[კატეგორია:სარიტუალო პური]]  
 
[[კატეგორია:სარიტუალო პური]]  
[[კატეგორია:ბავშვებთან დაკავშირებული რიტუალები]]
+
[[კატეგორია:საოჯახო რიტუალები]]

17:30, 8 აგვისტო 2017-ის ვერსია

აშალი - (ხევს.) თხელი სარიტუალო პურები, რომელსაც აცხობდნენ ხევსურეთში ბავშვის ავადმყოფობისაგან განკურნების მიზნით.

ხევსურები ბავშვის ავადობას აბრალებდნენ სალოცავის დობილებს და მათ საამებლად კლავდნენ თიკანს და აცხობდნენ აშალს. აშალი არის ორმოცამდე თხელი პური, რომლებთაც საწინაოდ ყველიანი ან ხორციანი ქადა უძღვის. აშალს მიიტანდნენ ხატში, დასტურები ამ ძღვენს დააწყობდნენ ხის ტაბაკზე, გაიტანდნენ გარეთ და ხუცესი წარმოთქვამდა ბავშვთა განსაკურნებელ ლოცვას. ამასობაში ერთი დასტური ხმამაღლა დაიძახებს: „აშალი, აშალი“, რაზედაც ბავშვები ერთ ჯგუფად შეიკვროდნენ და დასტურისგან გადასროლილ პურებს იჭერდნენ.


ლიტერატურა

ალ. ოჩიაური, ქართულ ხალხურ დღეობათა კალენდარი, 1988. ე. ნ.


წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები