აშაფსა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:53, 11 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აშაფსა - აფხ. სისხლის ფასი. აფხაზეთის მთავრის სისხლი ყველაზე ძვირი ღირდა, ამიტომ მისი მოკვლა შეუძლებელი და დაუშვებელი იყო. თავადის სისხლისთვის 500 მან., თავისუფალი მეთემის სისხლისთვის 300 მან., გლეხისთვის 2-3 სულ ტყვეს, თოფს და ხმალს იხდიდნენ. 1866-1867 წწ. დაადგინეს, რომ თავადის მოკვლაში 30 სული გლეხი, ცხენი უნაგირითა და მთლიანი შეიარაღებით, ხოლო აზნაურის მოკვლისთვის 16 სული გლეხი უნდა გადაეხადათ.