ბადრიძე ილიკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ილიკო ბადრიძე“ გადაიტანა გვერდზე „ბადრიძე ილიკო“ გადამისამარ...)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბადრიძე ილიკო“ გადაიტანა გვერდზე „ილია ბადრიძე“)

14:45, 15 იანვარი 2019-ის ვერსია

ილიკო გიორგის ძე ბადრიძე – (დ. 1880, ქ. თელავი (დაახლოვებით). ქართველი. პარტიული რწმენა – ს. დ. პროფესია – მუშა.

თფილისის ადრესი: პეტრედიდის ქუჩაზედ №18.

ავტობიოგრაფია

განათლება მივიღე სახლში და ქუჩაში. დაახლოვებით თოთხმეტი წლისა ვიქნებოდი როდესაც მე ჩამომიყვანეს ქ. თბილისში. სამი წლის შემდეგ მე უკვე გავხდი: ს. დ. მ. პ. წევრი. ცხრაას პირველში ამირჩიეს კომიტეტის წევრათ. ამ წელს მოვაწყეთ იარმუკაში აშკარა დემონსტრაცია. სამში თუ ოთხში მოვახდინეთ გოლოვინსკზედ გამოსვლა, სადაც მე ვიყავი მედროშე. რო დაინახეს თვითმპყრობელობის მცველებმა წითელი დროშის ფრიალი გამხეცებულები დაგვერივნენ უიარაღო ხალხს იარაღით და მათრახებით. ბევრი ჩვენი ამხანაგები დაჭრეს და დაიჭირეს. მე კი რაღაცა განგებით უვნებლათ გადავრჩი.

1905 წ. ავჭალაში შიგ მატარებელში დაიჭირეს სამი კაცი ბომბებით და იარაღით. ერთი მათგანი გამოტეხილიყო და ეთქვა ჩემზედ ესენი მან გადმომცაო. ასე იქნებოდა ღამის თერთმეტი საათი ორი ფაიტონით, ერთი ზევიდან და ერთიც ქვევიდან მოაქროლებდნენ ჩერქეზიშვილის ქუჩაზე, როდესაც შეხვდნენ ერთი მეორეს, გაჩერდნენ და ჩამოვიდნენ. მე ამ დროს ქუჩაში ვიყავი გამოსული. რო დავინახე ჟანდარმები მაშინათვე გულში მეკბინა. დაუწყეს შინჯვა სახლის ნუმრებს და შეაყოლეს ზევით. მეც ფეხაკრებით გავყევი უკან. აი მივიდნენ ჩვენ სახლთან გააღეს ალაყაფის კარი და შეცვივდნენ. მე შევირბინე მეორე ეზოში და იქიდან დაუწყე ყურება. ოთახის კარის გაღებაც არ დაიცადეს. შეამტვრიეს კარები და შეცვივდნენ სახლში. (მე მაშინ დასთან ვცხოვრობდი). სახლში ვერაფერი ვერ იპოვეს. მეც არ დავუხვდი და გაბრაზებულებმა დაიჭირეს ჩემი უმცროსი ძმა და სიძე. ორი თვის შემდეგ გამოცხადდა 17 ოქტომბრის მანიფესტი და გამოუშვეს ისინი. მაგრამ მე მაინც მეძებდნენ.

1911 წ. გავატარე არალეგალურათ სხვის პასპორთებით. ამავე წელს წავედი ბაქოში სამუშავოს საშოვნელათ. იქ დავდექი ბალახანაში მუშათა კოპერატიულ სავაჭროში გამგეთ. ოთხ თვემდის ვიმსახურე. ერთ თვემდის ვიმსახურე. ერთ საღამოს მოულოდნელათ შემოგვარტყეს ალყა და დამიჭირეს. ოთხი თვე ვიჯექი ბაქოს ციხეში სხვის გვარზე. შემდეგ იძულებული გავხდი გამოვტეხილიყავი. რო გაიგეს ვინც ვიყავი მეორე დღესვე გამომაგზავნეს თბილისში. ჩამომიყვანეს თუ არა მაშინათვე გადამცეს გამომძიებელს „პა ასობი ვაჟნომ დელამ“. ორ წლამდის ვიჯექი გამოძიების ქვეშ. შემდეგ გამასამართლეს II ნაწილის 102 მუხლით და მომისაჯეს სამუდამო გადასახლება ციმბირში.

რუსეთის დიდმა რევოლუციამ მოანგრია თვითმპყრობელობის ბუნაგი და ჩვენც დაუბრუნდით განთავისუფლებულ სამშობლოს თავისუფალი ხალხი. ამ დღიდან მე მუშავობ რევოლუციონურ ორგანიზაციებში პროფესიონალურ კავშირებში და ახლა ნაციონალურ საბჭოში.

II/VIII – 18 წ.

წყარო

საქართველოს ეროვნული არქივი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები