ბარაკონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარი“ გადაიტანა გვერდზე „ბარაკონი“ ...)
ხაზი 2: ხაზი 2:
 
'''ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარი''' - მდებარეობს რაჭაში, ონის რაიონში, რიონის მარჯვენა ნაპირზე, იმ ადგილის მახლობლად, სადაც რიონს მდ. ლუხუნი ერთვის. ბარაკონი მხოლოდ ეკლესიის სახელია. უახლოესი სოფელია წესი.  
 
ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარი რაჭის ყველაზე დიდი საეკლესიო ნაგებობაა ნიკორწმინდის სახელგანთქმულ ტაძართან ერთად და ყველაზე დიდი ეკლესია, აგებული საქართველოში XVIII საუკუნეში. მისი აგების ამბავი, თარიღი, დამკვეთისა და ხუროთმოძღვრის ვინაობა მოთხრობილია წარწერებში, რომელთაგანაც სამი შესასვლელთა ტიმპანებშია მოთავსებული და შინაარსით ერთმანეთის მსგავსია, მეორე კი, ხუროთმოძღვრის ავთანდილ შულავრელისა, აღმოსავლეთ ფასადზე. მშენებლობის მოთავე როსტომ ერისთავი ტიპური ნიმუში იყო საკუთარი პატივმოყვარეობით დაბრმავებული, ეროვნულ გრძნობადაკარგული ფეოდალისა, რომელიც მუდამ ეურჩებოდა იმერეთის მეფე სოლომონს და არ ერიდებოდა საქართველოს მოსისხლე მტრებთან კავშირსაც (მის პრეტენზიებს მოწმობს მისი ტაძრის მასშტაბიც და მორთულობაც). მისი ურჩობა ტრაგიკულად დამთავრდა. სოლომონმა მას თვალები დასთხარა, მისი საერისთაო კი გააუქმა. თვით როსტომი მაინც ბარაკონში უნდა დამარხულიყო. საფლავის ქვის ეპიტაფია (ეკლესიის შიგნით) მის გარდაცვალების თარიღად 1766 წელს აღნიშნავს, მაგრამ ნამდვილად იგი უფრო გვიან გარდაიცვალა.  
+
ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარი რაჭის ყველაზე დიდი საეკლესიო ნაგებობაა ნიკორწმინდის სახელგანთქმულ ტაძართან ერთად და ყველაზე დიდი [[ეკლესია]], აგებული [[საქართველო|საქართველოში]] XVIII საუკუნეში. მისი აგების ამბავი, თარიღი, დამკვეთისა და ხუროთმოძღვრის ვინაობა მოთხრობილია წარწერებში, რომელთაგანაც სამი შესასვლელთა ტიმპანებშია მოთავსებული და შინაარსით ერთმანეთის მსგავსია, მეორე კი, ხუროთმოძღვრის ავთანდილ შულავრელისა, აღმოსავლეთ ფასადზე. მშენებლობის მოთავე როსტომ ერისთავი ტიპური ნიმუში იყო საკუთარი პატივმოყვარეობით დაბრმავებული, ეროვნულ გრძნობადაკარგული ფეოდალისა, რომელიც მუდამ ეურჩებოდა იმერეთის მეფე [[სოლომონ I|სოლომონს]] და არ ერიდებოდა საქართველოს მოსისხლე მტრებთან კავშირსაც (მის პრეტენზიებს მოწმობს მისი ტაძრის მასშტაბიც და მორთულობაც). მისი ურჩობა ტრაგიკულად დამთავრდა. სოლომონმა მას თვალები დასთხარა, მისი საერისთაო კი გააუქმა. თვით როსტომი მაინც ბარაკონში უნდა დამარხულიყო. [[საფლავის ქვა|საფლავის ქვის]] ეპიტაფია (ეკლესიის შიგნით) მის გარდაცვალების თარიღად 1766 წელს აღნიშნავს, მაგრამ ნამდვილად იგი უფრო გვიან გარდაიცვალა.  
  
ბარაკონი რაჭის ერისთავთა რეზიდენცია იყო. ეკლესიის მახლობლად იდგა მათი სასახლე. ახლო-მახლო ბევრი ისტორიული ძეგლია - ხიდისკარის კოშკები, რომელიც რიონის ხეობას იცავდა, აგრეთვე მძლავრი მინდა-ციხე მთაზე, ლუხუნისა და რიონის შეერთების ადგილას.  
+
ბარაკონი რაჭის ერისთავთა რეზიდენცია იყო. ეკლესიის მახლობლად იდგა მათი სასახლე. ახლო-მახლო ბევრი ისტორიული ძეგლია - ხიდისკარის [[კოშკი|კოშკები]], რომელიც რიონის ხეობას იცავდა, აგრეთვე მძლავრი მინდა-ციხე მთაზე, ლუხუნისა და რიონის შეერთების ადგილას.  
  
1991 წლის მიწისძვრამ ბარაკონის ეკლესია საგრძნობლად დააზიანა - გუმბათის სფეროში და გუმბათის ყელში გაჩნდა ბზარები, ჩამოიშალა სარკმლის საპირეებისა და კედლების პერანგის ნაწილი. მინდა-ციხე დაინგრა, გადარჩა მხოლოდ ზოგი კედლის ფრაგმენტები.  
+
1991 წლის მიწისძვრამ ბარაკონის ეკლესია საგრძნობლად დააზიანა - [[გუმბათი|გუმბათის]] სფეროში და გუმბათის ყელში გაჩნდა ბზარები, ჩამოიშალა სარკმლის საპირეებისა და კედლების პერანგის ნაწილი. მინდა-ციხე დაინგრა, გადარჩა მხოლოდ ზოგი კედლის ფრაგმენტები.  
  
შენობის ზომები გარედან: 18,0 x 15,0 მ., მკლავების სიმაღლე – 13,0 მ. Brosset, Rapports, III, 12, გვ. 63-65; გ. ბოჭორიძე, რაჭის ისტორიული ძეგლები, სსმ, VII, 1933, გვ. 245-257;  ე. ბერიძე, XVI-XVIII საუკუნეები, II, გვ. 194-204.  
 
15:40, 5 დეკემბერი 2018-ის ვერსია

Barakoni.jpg

ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარი - მდებარეობს რაჭაში, ონის რაიონში, რიონის მარჯვენა ნაპირზე, იმ ადგილის მახლობლად, სადაც რიონს მდ. ლუხუნი ერთვის. ბარაკონი მხოლოდ ეკლესიის სახელია. უახლოესი სოფელია წესი.

ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარი რაჭის ყველაზე დიდი საეკლესიო ნაგებობაა ნიკორწმინდის სახელგანთქმულ ტაძართან ერთად და ყველაზე დიდი ეკლესია, აგებული საქართველოში XVIII საუკუნეში. მისი აგების ამბავი, თარიღი, დამკვეთისა და ხუროთმოძღვრის ვინაობა მოთხრობილია წარწერებში, რომელთაგანაც სამი შესასვლელთა ტიმპანებშია მოთავსებული და შინაარსით ერთმანეთის მსგავსია, მეორე კი, ხუროთმოძღვრის ავთანდილ შულავრელისა, აღმოსავლეთ ფასადზე. მშენებლობის მოთავე როსტომ ერისთავი ტიპური ნიმუში იყო საკუთარი პატივმოყვარეობით დაბრმავებული, ეროვნულ გრძნობადაკარგული ფეოდალისა, რომელიც მუდამ ეურჩებოდა იმერეთის მეფე სოლომონს და არ ერიდებოდა საქართველოს მოსისხლე მტრებთან კავშირსაც (მის პრეტენზიებს მოწმობს მისი ტაძრის მასშტაბიც და მორთულობაც). მისი ურჩობა ტრაგიკულად დამთავრდა. სოლომონმა მას თვალები დასთხარა, მისი საერისთაო კი გააუქმა. თვით როსტომი მაინც ბარაკონში უნდა დამარხულიყო. საფლავის ქვის ეპიტაფია (ეკლესიის შიგნით) მის გარდაცვალების თარიღად 1766 წელს აღნიშნავს, მაგრამ ნამდვილად იგი უფრო გვიან გარდაიცვალა.

ბარაკონი რაჭის ერისთავთა რეზიდენცია იყო. ეკლესიის მახლობლად იდგა მათი სასახლე. ახლო-მახლო ბევრი ისტორიული ძეგლია - ხიდისკარის კოშკები, რომელიც რიონის ხეობას იცავდა, აგრეთვე მძლავრი მინდა-ციხე მთაზე, ლუხუნისა და რიონის შეერთების ადგილას.

1991 წლის მიწისძვრამ ბარაკონის ეკლესია საგრძნობლად დააზიანა - გუმბათის სფეროში და გუმბათის ყელში გაჩნდა ბზარები, ჩამოიშალა სარკმლის საპირეებისა და კედლების პერანგის ნაწილი. მინდა-ციხე დაინგრა, გადარჩა მხოლოდ ზოგი კედლის ფრაგმენტები.

შენობის ზომები გარედან: 18,0 x 15,0 მ., მკლავების სიმაღლე – 13,0 მ. Brosset, Rapports, III, 12, გვ. 63-65; გ. ბოჭორიძე, რაჭის ისტორიული ძეგლები, სსმ, VII, 1933, გვ. 245-257; ე. ბერიძე, XVI-XVIII საუკუნეები, II, გვ. 194-204.

ამჟამად ეკლესია აღდგენილია

წყარო

  • ბერიძე ვ. ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია.-ტ.2:
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები