ბარცხანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 10: ხაზი 10:
 
[[კატეგორია:საქართველოს მდინარეები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს მდინარეები]]
 
[[კატეგორია:მდინარეები აჭარაში]]
 
[[კატეგორია:მდინარეები აჭარაში]]
 +
[[კატეგორია:მდინარეები]]
 
[[კატეგორია:მდინარეები დასავლეთ საქართველოში]]
 
[[კატეგორია:მდინარეები დასავლეთ საქართველოში]]
 
[[კატეგორია:მდინარეები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში]]
 
[[კატეგორია:მდინარეები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში]]

მიმდინარე ცვლილება 16:47, 20 აპრილი 2024 მდგომარეობით

ბარცხანამდინარე საქართველოში, აჭარაში, ხელვაჩაურის რ.-ში. ბარცხანა ორი მდინარის სახელწოდებაა. ერთი მათგანი მიერთვის აჭარისწყალს (მარჯვენა შენაკადი), მეორე კი – შავ ზღვას. ბარცხანა ეწოდება, აგრეთვე, ქალაქ ბათუმის ერთ-ერთ უბანს.

ბარცხანა, ჩვენი ვარაუდით, ბარცხ-ვანა (ბარცხ-ოვან-ა) ფორმისაგან უნდა მომდინარეობდეს. საინტერესოა, რომ ამ ბარცხ-(||ფარცხ-) სიტყვის მიხედვით გაფორმებული მიკროტოპონიმები გეხვდება როგორც უშუალოდ აჭარაში სოფ. დოლოგანი, საფარიძეების უბანი, მახუნცეთის სას. საბჭო), ისე სამეგრელოს ტერიტორიაზე. ხონის სადაბო საბჭოს ტერიტორიაზე, მაგალითად, დადასტურებულია სახელწოდება ბარცხ-ი, რომელიც ნიშნავს: „ჩირგვნარი“, „ბარცხნარი ადგილი“.

მაშასადამე, შეიძლება დავუშვათ, რომ ჩვენთვის საინტერესო ტოპონიმიც იმავე ბარცხ- სიტყვისაგან გვაქვს მიღებული. თავდაპირველად აქ, ჩანს, ბარცხნარი, ჩირგვნარი ადგილები იყო, რაც უშუალოდ ტოპონიმებშიც ასახულა. მაშასადამე, ბარცხანა ნიშნავს: „ადგილი, კუთხე, სადაც ხარობს მცენარე ბარცხი“, „ადგილი, სადაც ბევრია ბარცხის ბუჩქები“, „ბარცხნარა“, „ჩირგვნარი ადგილი“.


[რედაქტირება] წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები