ბეჟანო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბეჟანო“ გადაიტანა გვერდზე „ბოჟანო“)

23:18, 24 აპრილი 2024-ის ვერსია

ბეჟანო – სოფელი სამხრეთ საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, კოჭიოს საკრებულოში, ჯავახეთის ზეგანზე, მდინარე ბარალეთის სათავეებში, ტაბაწყურის ტბის სამხრეთ-დასავლეთით, ზღვის დონიდან 1795-1840 მ სიმაღლეზე, ქალაქ ახალქალაქიდან 28 კმ მანძილზე. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში.

მიდამოები უტყეოა. მოსახლეობის რიცხოვნობა – 997, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება – სომეხი (2002). არსებობს მოსაზრება, რომ სოფელი ჯანჯღა შეერწყა სოფ. ბოჟანოს და გაერთიანებულ სოფლებს ეწოდა ბოჟანო, მოგვიანებით – ბეჟანო. სახელწოდება „ბეჟანო” ქართულის დამახინჯებული ფორმაა. ძველად ერქვა „ბოჟანო”. შეიცვალა 1828-1829 წლების შემდეგ, რაც სამცხე-ჯავახეთში დასახლდა თურქეთიდან გადმოსახლებული სომეხი მოსახლეობა. ძველი ქართული სახელითაა იგი მოხსენიებული მრავალ წყაროში – დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის, ვახუშტი ბაგრატიონისა და იოანე ბაგრატიონის თხზულებებში, ვახტანგ VI-ის „დასტურლამალში” და სხვაგან.

წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები