ბზა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:42, 27 ივლისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბზა

ბზა − (ლათ. Búxus) – ბზისებრთა ოჯახის ორლებნიან მცენარეთა გვარის წარმომადგენელი. მარადმწვანე დაბალი ხე ან ბუჩქი. 70-მდე სახეობა გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ, ნაწილობრივ ზომიერი ჰავის ზონაში ფილიპინების, კალიმანტანის, მცირე ზონდის, მადაგასკარისა და სოკოტრას კუნძულებზე, აფრიკაში, ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში, დასავლეთ ინდოეთში, სამხრეთ ევროპასა და მცირე აზიაში. კავკასიაში ბუნებრივად გვხვდება ორი სახეობა – კოლხური და ჰირკანული ბზა. საქართველოში მოშენებულია ოთხი უცხოური სახეობა: ჩვეულებრივი, წვრილფოთოლა, იაპონური და ბალეარული. ცოცხლობს 500-600 წელს, იზრდება ნელა. მისი მაგარი და მძიმე მერქანი გარეგნულად სპილოს ძვალს წააგავს. კარგად პრიალდება. ტოტებისა და ფოთლებისაგან ამზადებენ ყავისფერ საღებავს, ქერქი გამოიყენება მედიცინაში. მშენებლობაში ბზის მერქანი გამოიყენება ხის მზიდ კონსტრუქციებში სადებების, ქვესადებების, ზედების, შუადების, წირწკიმალების, სოგმანების და სხვ. დასამზადებლად.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები