ბისონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბისონი


ბისონი - ბიზანტიის მეფეთა შესამოსელი, ძვირფასი ქვებით შემკული, გრძელი და ვიწრო სამოსი.

მოძრაობის გასაადვილებლად წინა კალთა მუხლამდე ჰქონდა შეჭრილი, ხოლო ყელთან სამკუთხედად ღრმად იყო ამოჭრილი, ყელთან დაჰყვებოდა მარგალიტის მძივები, ალაგალაგ მოოჭვილი იყო ძვირფასი ქვებით, ჰქონდა ნაქარგი ზოლები, ბისონზე ბიზანტიის მეფეები ირტყამდნენ მარგალიტებით შემკულ სარტყელს.

ბიზანტიის კულტურულ სფეროსთან ურთიერთობამ ქართველ მეფეთა ამ რიგის ჩაცმულობაშიაც იჩინა თავი. ქართველ მეფეთა ბისონი მცირედით განსხვავდებოდა ბერძნულისაგან, მაგ., ქართველების ბისონი უფრო ფართო და უფრო მოკლე იყო, ყელზე ზოგჯერ მრგვლად და ზოგჯერ სამკუთხედად იყო ჩაჭრილი.

ბისონში გამოწყობილი ქართველი მეფეებიდან აღსანიშნავია:

  • ბაგრატ IV-ის (ატენი),
  • ბაგრატ III-ის (ბედია).
  • გიორგი III-ის (ვარძია, ყინწვისი),
  • თამარ მეფის (ბეთანია და ბერეთუბანი),
  • დავით ნარინის (გელათი),
  • დემეტრე II (უდაბნო) ფრესკები.

ბისონი იკერებოდა როგორც მძიმე, ასევე მსუბუქი ქსოვილისაგან. სავარაუდოდ, ბისონის შესაკერად გამოიყენებოდა სტავრა, ატლასი, ზარქაში, სხვადასხვა სახის ოქროქსოვილები და ფერადი ძოწეულები.


ლიტერატურა

ს. ს. ორბელიანი. ლექსიკონი ქართული, 1991. მართლმადიდებლური მცირე ლექსიკონი, 2002 ნ. ჩოფიკაშვილი, ქართული კოსტიუმი, 1964. ე.ნ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები