გრიგოლ აბაშიძე (1913-1994)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „აბაშიძე გრიგოლ (1913-1994)“ გადაიტანა გვერდზე „გრიგოლ აბაშიძე (1913-1994)“ გ...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Grigol grigolis Ze abashidze.PNG|thumb|გრიგოლ გრიგოლის აბაშიძე]]
 
[[ფაილი:Grigol grigolis Ze abashidze.PNG|thumb|გრიგოლ გრიგოლის აბაშიძე]]
'''გრიგოლ გრიგოლის ძე აბაშიძე''' — (1913-1994), [[ქართველები|ქართველი]] პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, ესეისტი. დაიბადა სოფელ რგანში (ჭიათურა); 1931 წელს დაამთავრა [[თბილისი]]ს საშუალო სასწავლებელი, 1936 წელს კი - [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თსუ]]-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი, შემდეგ ორი წლით სწავლა განაგრძო მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სასცენარო განყოფილებაზე. პირველი ლექსები 1934 წელს გამოაქვეყნა, პირველი კრებული — 1938 წელს. 1945 წელს დაიბეჭდა მისი კრებული „დროშები“, ხოლო 1948 წელს კრებული — „ჯაჭვგაუხდელი“. 1946 წელს [[ალექსანდრე აბაშელი|ალექსანდრე აბაშელთან]] ერთად დაწერა საბჭოთა საქართველოს [[ჰიმნი]]ს ტექსტი. მისი ისტორიული რომანები „ლაშარელა“ (1957), „დიდი ღამე“ (1963), „ცოტნე ანუ ქართველთა დაცემა და ამაღლება“ (1975) წარმოსახავს ქართველი ხალხის ცხოვრებას XIII საუკუნის პირველ ნახევარში. თარგმნილი აქვს შანდორ პეტეფის, მიხაი ემინესკუს, ხრისტო ბოტევის, ნიზამი განჯელის და სხვა პოეტების ნაწარმოებები. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
+
'''გრიგოლ გრიგოლის ძე აბაშიძე''' — (1913-1994), [[ქართველები|ქართველი]] პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, ესეისტი. დაიბადა სოფელ რგანში ([[ჭიათურა]]); 1931 წელს დაამთავრა [[თბილისი]]ს საშუალო სასწავლებელი, 1936 წელს კი - [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თსუ]]-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი, შემდეგ ორი წლით სწავლა განაგრძო მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სასცენარო განყოფილებაზე. პირველი ლექსები 1934 წელს გამოაქვეყნა, პირველი კრებული — 1938 წელს. 1945 წელს დაიბეჭდა მისი კრებული „დროშები“, ხოლო 1948 წელს კრებული — „ჯაჭვგაუხდელი“. 1946 წელს [[ალექსანდრე აბაშელი|ალექსანდრე აბაშელთან]] ერთად დაწერა საბჭოთა საქართველოს [[ჰიმნი]]ს ტექსტი. მისი ისტორიული რომანები „ლაშარელა“ (1957), „დიდი ღამე“ (1963), „ცოტნე ანუ ქართველთა დაცემა და ამაღლება“ (1975) წარმოსახავს ქართველი ხალხის ცხოვრებას XIII საუკუნის პირველ ნახევარში. თარგმნილი აქვს შანდორ პეტეფის, მიხაი ემინესკუს, ხრისტო ბოტევის, ნიზამი განჯელის და სხვა პოეტების ნაწარმოებები. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
  
  

მიმდინარე ცვლილება 19:11, 17 აპრილი 2024 მდგომარეობით

გრიგოლ გრიგოლის აბაშიძე

გრიგოლ გრიგოლის ძე აბაშიძე — (1913-1994), ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, ესეისტი. დაიბადა სოფელ რგანში (ჭიათურა); 1931 წელს დაამთავრა თბილისის საშუალო სასწავლებელი, 1936 წელს კი - თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი, შემდეგ ორი წლით სწავლა განაგრძო მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სასცენარო განყოფილებაზე. პირველი ლექსები 1934 წელს გამოაქვეყნა, პირველი კრებული — 1938 წელს. 1945 წელს დაიბეჭდა მისი კრებული „დროშები“, ხოლო 1948 წელს კრებული — „ჯაჭვგაუხდელი“. 1946 წელს ალექსანდრე აბაშელთან ერთად დაწერა საბჭოთა საქართველოს ჰიმნის ტექსტი. მისი ისტორიული რომანები „ლაშარელა“ (1957), „დიდი ღამე“ (1963), „ცოტნე ანუ ქართველთა დაცემა და ამაღლება“ (1975) წარმოსახავს ქართველი ხალხის ცხოვრებას XIII საუკუნის პირველ ნახევარში. თარგმნილი აქვს შანდორ პეტეფის, მიხაი ემინესკუს, ხრისტო ბოტევის, ნიზამი განჯელის და სხვა პოეტების ნაწარმოებები. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.


განმეორდება
ისევ ეს ფიქრი გდევს წლიდან წლამდე,
საითაც უნდა მიაპყრო მზერა,
სულ გინდა, რაღაც გულით რომ გწამდეს,
და სადღაც კიდევ რაღაცის გჯერა.
გჯერა, რომ ფესვებს წლები არ უშლის,
ისევ იფეთქონ მწვანე ყლორტებად...
ლექსში, შვილებში და სიყვარულში
ჩვენი სიცოცხლე განმეორდება.
განმეორდება, ურწმუნო ნუ ხარ,
(რწმენის დაკარგვა შესაზარია!)
ბედნიერია, ბრმად ვისაც უყვარს
და მორწმუნენი ნეტარ არიან.
განმეორდება, რაც გიმგზავრია,
რაც გიპოვნია, რაც გაგფრენია!
მაგრამ ცხოვრება თუ სიზმარია,
გულდასაწყვეტიც არაფერია!..


[რედაქტირება] წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები