გუუცი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გუუც-ი (ყალ. Гууц – „მორბენალი“) – ავსული ყალმუხურ მითოლოგიაში; ორივე სქესის გუუცები განუზომელი ძალისანი არიან, გამოირჩევიან არაბუნებრივი სიარულით, რომლის დროსაც უჩვეულო ხმას გამოსცენენ; თავს ესხმიან მგზავრებს და მათ ჭკუაზე შეშლას ცდილობენ.
ლიტერატურა
Басангова Т. Г. Мифы, легенды, предания калмыков в «Своде калмыцкого фольклора» // Этнография, фольклористика и религиоведение Сибири и сопредельных регионов. Материалы I Алексеевской чтении (г. Якутск, 26 апреля 2012 г.). Якутск, 2013.