დიაწა იახარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „დჲაწა ჲახარი“ გადაიტანა გვერდზე „დიაწა იახარი“)
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „დიაწა იახარი“ გადაიტანა გვერდზე „დეწა იახარი“)

13:05, 9 ნოემბერი 2018-ის ვერსია

დჲაწა ჲახარ-ი / დეწა ჲახარ-ი / ჲოჩუუალ ჲახარ-ი (ინგუშ. ДяцIа йахар / ჩეჩნ. децIа йахар / ბაცბ. йочууал йахар – „მამის სახლში წასვლა“) – საქორწილო ციკლის ნახური წეს-ჩვეულება – ახალდაქორწინებული ქალის პირველი წასვლა მშობლიურ ოჯახში. ქორწილიდან 1-3 თვის შემდეგ პატარძალი ქმრის ნათესავი ქალის თანხლებით მიდის თავის მშობლებთან; თანმხლები პირი საჩუქრებს გადასცემს მძახლებს, თავადაც ქსოვილის ნაჭრით ან ხალიჩით საჩუქრდება და მაშინათვე უკან ბრუნდება, ხოლო ახალრძალი დაახლოებით ერთი თვით რჩება, მაგრამ ნათესავებს ემალება. ამხნის განმავლობაში იგი, მზითვის სახით, საბან-გობანს ამზადებს, შემდეგ ქმართან ბრუნდება და თან მამამთილ-დედამთილისთვის, მულ-მაზლებისთვის საჩუქრები მოაქვს.


ლიტერატურა

Акиева П. Рождение. Свадьба. Смерть. Историко-этнографические архетипы ингушей. СПб., 2014.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები