დიაწა იახარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „დეწა იახარი“ გადაიტანა გვერდზე „დიაწა იახარი“ გადამისამართება...)
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „იოჩუუალ იახარი“ გადაიტანა გვერდზე „დიაწა იახარი“ გადამისამართ...)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)

მიმდინარე ცვლილება 13:06, 9 ნოემბერი 2018 მდგომარეობით

დჲაწა ჲახარ-ი / დეწა ჲახარ-ი / ჲოჩუუალ ჲახარ-ი (ინგუშ. ДяцIа йахар / ჩეჩნ. децIа йахар / ბაცბ. йочууал йахар – „მამის სახლში წასვლა“) – საქორწილო ციკლის ნახური წეს-ჩვეულება – ახალდაქორწინებული ქალის პირველი წასვლა მშობლიურ ოჯახში. ქორწილიდან 1-3 თვის შემდეგ პატარძალი ქმრის ნათესავი ქალის თანხლებით მიდის თავის მშობლებთან; თანმხლები პირი საჩუქრებს გადასცემს მძახლებს, თავადაც ქსოვილის ნაჭრით ან ხალიჩით საჩუქრდება და მაშინათვე უკან ბრუნდება, ხოლო ახალრძალი დაახლოებით ერთი თვით რჩება, მაგრამ ნათესავებს ემალება. ამხნის განმავლობაში იგი, მზითვის სახით, საბან-გობანს ამზადებს, შემდეგ ქმართან ბრუნდება და თან მამამთილ-დედამთილისთვის, მულ-მაზლებისთვის საჩუქრები მოაქვს.


[რედაქტირება] ლიტერატურა

Акиева П. Рождение. Свадьба. Смерть. Историко-этнографические архетипы ингушей. СПб., 2014.


[რედაქტირება] წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები