ემბლემა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:17, 11 დეკემბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ემბლემა - (ბერძნული emblema – რელიეფური მორთულობა, ამობურცული სამკაული), რაიმე ცნების სიმბოლური ან პირობითი გამოსახულება; საკუთრების კუთვნილების, იდენტიფიკაციის განმასხვავებელი ნიშანი და სხვა.

სახელმწიფოს ემბლემას წარმოადგენს სახელმწიფო გერბი და დროშა. ბევრ სახელმწიფოში თავისი ემბლემა აქვთ შეიარაღებულ ძალებს და სხვა ჯარებს, შეიარაღებული ძალების სახეობებს, ჯარების (ძალების) გვარეობებს, სპესპეციალურ ჯარებსა და სამსახურებს, კონკრეტულ სამხედრო ფორმირებებს, ხომალდებს, აგრეთვე სპეციალისტ სამხედრო მოსამსახურეთა ცალკეულ კატეგორიებს.

ემბლემას იყენებენ სამხედრო მოსამსახურეების განმასხვავებელ, ასევე შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის ამოსაცნობ ნიშნებად. სამხედრო ფორმის ტანსაცმლზე ემბლემას განათავსებენ სამხრეებზე, საყელოზე, ქუდზე სახელოზე და სხვა. ემბლემის გამოსახულება გადააქვთ დროშებზე, ალმებზე, ვიმპელებზე, წარჩინების ნიშნებზე, აგრეთვე შეიარაღებასა და სამხედრო ტექნიკაზე, სხვადასხვა სამხედრო ქონებაზე, სამსახურებრივ დოკუმენტებზე და სხვა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები