ერობათა კავშირი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ერობათა კავშირი''' - სამაზრო და [[ერობა (სათემო)|სათემო ერობებ...)
 
(„ერობათა კავშირის“ მთავარი კომიტეტისა და ერობათა გამგეობების წარმომადგენელთა თათბირი)
 
(2 მომხმარებლების 8 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ერობათა კავშირი''' - სამაზრო და [[ერობა (სათემო)|სათემო ერობების]] მაკოორდინირებელი ორგანო. შეიქმნა
+
'''ერობათა კავშირი''' - სამაზრო და [[ერობა (სათემო)|სათემო ერობების]] მაკოორდინირებელი ორგანო. შეიქმნა 1919 წლის 18 აგვისტოს [[საქართველო|საქართველოს]] დემოკრატიული რესპუბლიკის [[ერობა (სათემო)|ერობათა]] წარმომადგენელთა მეორე ყრილობაზე.  
1919 წლის 18 აგვისტოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ერობათა წარმომადგენელთა მეორე ყრილობაზე.  
+
  
[[საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება|საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების]] შემდეგ მთავრობა აქტიურად ზრუნავდა პროვინციებში - მაზრებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ერობების, ჩამოყალიბებას. ამ მიზნით, [[საქართველო|საქართველოს]] დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, განაგრძო ფუნქციონირება ჯერ კიდევ
+
[[საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება|საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების]] შემდეგ მთავრობა აქტიურად ზრუნავდა პროვინციებში - მაზრებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ერობების, ჩამოყალიბებას. ამ მიზნით, [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის]] გადაწყვეტილებით, განაგრძო ფუნქციონირება ჯერ კიდევ [[ამიერკავკასიის კომისარიატი|ამიერკავკასიის კომისარიატთან]] არსებულმა რობის შემომღებმა მთავარმა ინსტრუქტორმა (შეიქმნა 1918 წლის 18 თებერვალს), რომლის მიზანს წარმოადგენდა პროვინციებში არსებული ძველი მმართველობის ახლით ჩანაცვლება.  
[[ამიერკავკასიის კომისარიატი|ამიერკავკასიის კომისარიატთან]] არსებულმა ერობის შემომღებმა მთავარმა ინსტრუქტორმა (შეიქმნა 1918 წლის 18 თებერვალს), რომლის მიზანს წარმოადგენდა პროვინციებში არსებული ძველი მმართველობის ახლით ჩანაცვლება. 1918 წლის ივლის-ნოემბერში ერობების არჩევნები ჩატარდა [[თბილისი|თბილისში]], სენაკში, ოზურგეთში, თელავში, ქუთაისში, შორაპანში, სიღნაღში, გორში, დუშეთში, ზუგდიდში, რაჭაში, ლეჩხუმში. ახლად შექმნილმა ერობებმა გადაწყვიტეს შეექმნათ ისეთივე მაკოორდინირებელი ორგანო, როგორიც ჰქონდა ქალაქის თვითმმართველობებს „ქალაქთა კავშირის“ სახით.
+
 
ამ მიზნით თბილისში 1918 წ-ის 16 დეკემბერს შეიკრიბა საორგანიზაციო ჯგუფი, რომელსაც მუშაობა უნდა დაეწყო ერობათა პირველი ყრილობის მოსაწვევად. ყრილობას უნდა დასწრებოდა სამაზრო ერობის ხმოსანთა საბჭოს მიერ არჩეული ორ-ორი დელეგატი (თუ არჩევა არ მოხერხდებოდა, იმ შემთხვაში ერობას უნდა გამოეგზავნა გამგეობისა და საბჭოს პრეზიდიუმის თითო წევრი). საორგანიზაციო ჯგუფმა განსაზღვრა ყრილობის პროგრამა. საქართველოს ერობათა წარმომადგენლების I ყრილობა
+
1918 წლის ივლის-ნოემბერში ერობების არჩევნები ჩატარდა [[თბილისი|თბილისში]], სენაკში, ოზურგეთში, თელავში, ქუთაისში, შორაპანში, სიღნაღში, გორში, დუშეთში, ზუგდიდში, [[რაჭა|რაჭაში]], [[ლეჩხუმი|ლეჩხუმში]]. ახლად შექმნილმა ერობებმა გადაწყვიტეს შეექმნათ ისეთივე მაკოორდინირებელი ორგანო, როგორიც ჰქონდა ქალაქის თვითმმართველობებს „[[საქართველოს ქალაქთა კავშირი|ქალაქთა კავშირის]]“ სახით. ამ მიზნით [[თბილისი|თბილისში]] 1918 წლის 16 დეკემბერს შეიკრიბა საორგანიზაციო ჯგუფი, რომელსაც მუშაობა უნდა დაეწყო ერობათა პირველი ყრილობის მოსაწვევად. ყრილობას უნდა დასწრებოდა სამაზრო ერობის ხმოსანთა საბჭოს მიერ არჩეული ორ-ორი დელეგატი (თუ არჩევა არ მოხერხდებოდა, იმ შემთხვაში ერობას უნდა გამოეგზავნა გამგეობისა და საბჭოს პრეზიდიუმის თითო წევრი). საორგანიზაციო ჯგუფმა განსაზღვრა ყრილობის პროგრამა. საქართველოს ერობათა წარმომადგენლების I ყრილობა გაიმართა 1919 წლის 21-27 თებერვალს. სხვადასხვა საკითხების პარალელურად ყრილობამ იმსჯელა „ერობათა კავშირის“ შექმნის შესახებ, რომლის ჩამოყალიბება უნდა განხორციელებულიყო ერობათა II ყრილობაზე.
გაიმართა 1919 წლის 21-27 თებერვალს. სხვადასხვა საკითხების პარალელურად ყრილობამ იმსჯელა „ერობათა კავშირის“ შექმნის შესახებ, რომლის ჩამოყალიბება უნდა განხორციელებულიყო ერობათა II ყრილობაზე.
+
  
 
====საქართველოს ერობათა წარმომადგენლების II ყრილობა====
 
====საქართველოს ერობათა წარმომადგენლების II ყრილობა====
საქართველოს ერობათა წარმომადგენლების II ყრილობა მიმდინარეობდა თბილისში 1919 წლის 11-18 სექტემბერს. დღის წესრიგით
+
საქართველოს ერობათა წარმომადგენლების II ყრილობა მიმდინარეობდა თბილისში 1919 წლის 11-18 სექტემბერს. დღის წესრიგით დელეგატებს უნდა ემსჯელათ შემდეგ საკითხებზე:  
დელეგატებს უნდა ემსჯელათ შემდეგ საკითხებზე:  
+
:ა) ბიუროს მოქმედების ანგარიში;
:ბ)ერობების მდგომარეობა;  
+
:ბ) ერობების მდგომარეობა;  
 
:გ) ერობათა ცენტრის ორგანიზება;  
 
:გ) ერობათა ცენტრის ორგანიზება;  
 
:დ) საერობო დებულებანი: ცენტრის, მაზრის და თემის ერობათა;  
 
:დ) საერობო დებულებანი: ცენტრის, მაზრის და თემის ერობათა;  
:ე)ერობების ფინანსური მდგომარეობა;  
+
:ე) ერობების ფინანსური მდგომარეობა;  
 
:ვ) ადმინისტრაცია;  
 
:ვ) ადმინისტრაცია;  
 
:ზ) მიმდინარე საკითხები.  
 
:ზ) მიმდინარე საკითხები.  
ხაზი 22: ხაზი 20:
 
:2) ამ მიზნისათვის არჩეული იქნას ყრილობის მიერ 9 კაცისაგან შემდგარი კომიტეტი კოოპტაციის უფლებით.  
 
:2) ამ მიზნისათვის არჩეული იქნას ყრილობის მიერ 9 კაცისაგან შემდგარი კომიტეტი კოოპტაციის უფლებით.  
  
კომიტეტში არჩეულ არიან: გრ. ლორთქიფანიძე, ის. სტურუა, პ. ქავთარაძე, ს. ჭანტურიშვილი, კ. სულაქველიძე, დ. ონიაშვილი, [[შენგელაია ლეო|ლ. შენგელაია]], ვ. ცაბაძე, [[ემუხვარი არზაყან|არ. ემუხვარი]].  
+
კომიტეტში არჩეულ არიან: [[ლორთქიფანიძე გრიგოლ|გრ. ლორთქიფანიძე]], ის. სტურუა, პ. ქავთარაძე, ს. ჭანტურიშვილი, კ. სულაქველიძე, [[ონიაშვილი დავით|დ. ონიაშვილი]], [[შენგელაია ლეო|ლ. შენგელაია]], [[ცაბაძე ვასილ|ვ. ცაბაძე]], [[ემუხვარი არზაყან|არ. ემუხვარი]].  
  
 
სარევიზიო კომისიაში არჩეულ არიან: მ. ცეკვაშვილი, ალ. მითაიშვილი, და დ. კარიჭაშვილი“.  
 
სარევიზიო კომისიაში არჩეულ არიან: მ. ცეკვაშვილი, ალ. მითაიშვილი, და დ. კარიჭაშვილი“.  
  
„ერობათა კავშირის“ თავმჯდომარედ აირჩიეს გრ. ლორთქიფანიძე, ხოლო მოადგილეებად, ვლ. ქუთათელაძე (ამ უკანასკნელმა 2 ოქტომბერს უარი განაცხადა წევრობაზე და მისი ადგილი დაიკავა ის. სტურუამ) და მიხ. ცეკვაშვილი.
+
„ერობათა კავშირის“ თავმჯდომარედ აირჩიეს გრ. ლორთქიფანიძე, ხოლო მოადგილეებად, [[ქუთათელაძე ვლადიმერ (იურისტი)|ვლ. ქუთათელაძე]] (ამ უკანასკნელმა 2 ოქტომბერს უარი განაცხადა წევრობაზე და მისი ადგილი დაიკავა ის. სტურუამ) და მიხ. ცეკვაშვილი.
  
 
====„ერობათა კავშირის“ მთავარი კომიტეტისა და ერობათა გამგეობების წარმომადგენელთა თათბირი====
 
====„ერობათა კავშირის“ მთავარი კომიტეტისა და ერობათა გამგეობების წარმომადგენელთა თათბირი====
ხაზი 36: ხაზი 34:
 
:5. მორიგი საკითხები.  
 
:5. მორიგი საკითხები.  
  
თათბირმა რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო:
+
თათბირმა რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო: „ცენტრალურ სასურსათო საბჭოს“ გაუქმებული სტრუქტურა გადანაწილდა ერობათა კავშირის შესაბამის განყოფილებებში. „კავშირმა“ საქართველოში მიზანშეწონილად ცნო ორსაფეხურიანი ადგილობრივი თვითმმართველობა - თემი და სამაზრო ერობა. თანხმობა განაცხადა, დაარსებულიყო საერობო [[ბანკი]], რომლის აქციის ღირებულება განისაზღვრა ათასი მანეთით. დაარსდა ერობის ყოველწლიური ჟურ. „[[ერობა (ჟურნალი)|ერობა]].“  
„ცენტრალურ სასურსათო საბჭოს“ გაუქმებული სტრუქტურა გადანაწილდა ერობათა კავშირის შესაბამის განყოფილებებში. „კავშირმა“
+
საქართველოში მიზანშეწონილად ცნო ორსაფეხურიანი ადგილობრივი თვითმმართველობა - თემი და სამაზრო ერობა. თანხმობა განაცხადა, დაარსებულიყო საერობო ბანკი, რომლის აქციის ღირებულება განისაზღვრა ათასი მანეთით. დაარსდა ერობის ყოველწლიური ჟურ. „[[ერობა (ჟურნალი)|ერობა]].“  
+
  
შეიცვალა „ერობათა კავშირის“ ხელმძღვანელობა -  თავმჯდომარედ აირჩიეს პარმენ (ნიკოლოზ) ჭიჭინაძე,  მოადგილედ - მიხეილ
+
შეიცვალა „ერობათა კავშირის“ ხელმძღვანელობა -  თავმჯდომარედ აირჩიეს [[პარმენ ჭიჭინაძე|პარმენ (ნიკოლოზ) ჭიჭინაძე]],  მოადგილედ - მიხეილ  
 
ახალაძე. პრეზიდიუმის წევრებად - მიხეილ ცეკვაშვილი, ისიდორე სტურუა და გრიგოლ სოღორაშვილი. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა აქტიურად თანამშრომლობდა „ერობათა კავშირთან“. ჩამოყალიბდა სტატისტიკური, საბუღალტრო, აგრონომიული, საექიმო-სანიტარიული განყოფილებები. კავშირის ეგიდით ეწყობოდა სხვადასხვა დარგის, მაგალითად, ექიმთა, აგრონომთა ყრილობები.
 
ახალაძე. პრეზიდიუმის წევრებად - მიხეილ ცეკვაშვილი, ისიდორე სტურუა და გრიგოლ სოღორაშვილი. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა აქტიურად თანამშრომლობდა „ერობათა კავშირთან“. ჩამოყალიბდა სტატისტიკური, საბუღალტრო, აგრონომიული, საექიმო-სანიტარიული განყოფილებები. კავშირის ეგიდით ეწყობოდა სხვადასხვა დარგის, მაგალითად, ექიმთა, აგრონომთა ყრილობები.
  
 
ერობათა კავშირის ცნობით, 1920 წლის ივნისისათვის საქართველოში მოქმედებდა 19 სამაზრო ერობა, სადაც გამართულად ფუნქციონირებდა სტრუქტურები. სამხედრო მოქმედებების გამო ერობის ჩამოყალიბება დროულად ვერ მოხერხდა ახალქალაქისა და გაგრის რაიონში. ამას გარდა, აქტიურად წარმოებდა ადგილობრივი თვითმმართველობის უფრო წვრილი ერთეულების - თემების ერობების ფორმირება. 1919 წლის ოქტომბრიდან „ერობათა კავშირმა“ დაიწყო მუშაობა საერობო დებულების ახალ ვარიანტზე, რომელმაც საბოლოო სახე 1920 წლის ნოემბერში მიიღო. [[საქართველოს  დამფუძნებელი კრება|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ]] 1921 წლის თებერვალ-მარტის მოვლენების გამო მისი მიღება ვერ მოახერხა.
 
ერობათა კავშირის ცნობით, 1920 წლის ივნისისათვის საქართველოში მოქმედებდა 19 სამაზრო ერობა, სადაც გამართულად ფუნქციონირებდა სტრუქტურები. სამხედრო მოქმედებების გამო ერობის ჩამოყალიბება დროულად ვერ მოხერხდა ახალქალაქისა და გაგრის რაიონში. ამას გარდა, აქტიურად წარმოებდა ადგილობრივი თვითმმართველობის უფრო წვრილი ერთეულების - თემების ერობების ფორმირება. 1919 წლის ოქტომბრიდან „ერობათა კავშირმა“ დაიწყო მუშაობა საერობო დებულების ახალ ვარიანტზე, რომელმაც საბოლოო სახე 1920 წლის ნოემბერში მიიღო. [[საქართველოს  დამფუძნებელი კრება|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ]] 1921 წლის თებერვალ-მარტის მოვლენების გამო მისი მიღება ვერ მოახერხა.
:::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::ჯაბა სამუშია
 
  
 +
'''''ჯაბა სამუშია'''''
  
 
==ლიტერატურა==  
 
==ლიტერატურა==  
 
* ი. ხვადაგიანი, ერობა – თვითმმართველობის რეფორმა საქართველოს რესპუბლიკაში 1918, ტ. I, თბ., 2017;   
 
* ი. ხვადაგიანი, ერობა – თვითმმართველობის რეფორმა საქართველოს რესპუბლიკაში 1918, ტ. I, თბ., 2017;   
 
* ალ. ბენდიანიშვილი, საქართველოს პირველი რესპუბლიკა (1918-1921 წწ. ), თბ., 2001.
 
* ალ. ბენდიანიშვილი, საქართველოს პირველი რესპუბლიკა (1918-1921 წწ. ), თბ., 2001.
 +
 +
==წყარო==
 +
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]
 +
 +
 +
[[კატეგორია: თვითმმართველობა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკში]]

მიმდინარე ცვლილება 17:17, 11 ოქტომბერი 2022 მდგომარეობით

ერობათა კავშირი - სამაზრო და სათემო ერობების მაკოორდინირებელი ორგანო. შეიქმნა 1919 წლის 18 აგვისტოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ერობათა წარმომადგენელთა მეორე ყრილობაზე.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მთავრობა აქტიურად ზრუნავდა პროვინციებში - მაზრებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ერობების, ჩამოყალიბებას. ამ მიზნით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, განაგრძო ფუნქციონირება ჯერ კიდევ ამიერკავკასიის კომისარიატთან არსებულმა რობის შემომღებმა მთავარმა ინსტრუქტორმა (შეიქმნა 1918 წლის 18 თებერვალს), რომლის მიზანს წარმოადგენდა პროვინციებში არსებული ძველი მმართველობის ახლით ჩანაცვლება.

1918 წლის ივლის-ნოემბერში ერობების არჩევნები ჩატარდა თბილისში, სენაკში, ოზურგეთში, თელავში, ქუთაისში, შორაპანში, სიღნაღში, გორში, დუშეთში, ზუგდიდში, რაჭაში, ლეჩხუმში. ახლად შექმნილმა ერობებმა გადაწყვიტეს შეექმნათ ისეთივე მაკოორდინირებელი ორგანო, როგორიც ჰქონდა ქალაქის თვითმმართველობებს „ქალაქთა კავშირის“ სახით. ამ მიზნით თბილისში 1918 წლის 16 დეკემბერს შეიკრიბა საორგანიზაციო ჯგუფი, რომელსაც მუშაობა უნდა დაეწყო ერობათა პირველი ყრილობის მოსაწვევად. ყრილობას უნდა დასწრებოდა სამაზრო ერობის ხმოსანთა საბჭოს მიერ არჩეული ორ-ორი დელეგატი (თუ არჩევა არ მოხერხდებოდა, იმ შემთხვაში ერობას უნდა გამოეგზავნა გამგეობისა და საბჭოს პრეზიდიუმის თითო წევრი). საორგანიზაციო ჯგუფმა განსაზღვრა ყრილობის პროგრამა. საქართველოს ერობათა წარმომადგენლების I ყრილობა გაიმართა 1919 წლის 21-27 თებერვალს. სხვადასხვა საკითხების პარალელურად ყრილობამ იმსჯელა „ერობათა კავშირის“ შექმნის შესახებ, რომლის ჩამოყალიბება უნდა განხორციელებულიყო ერობათა II ყრილობაზე.

სარჩევი

[რედაქტირება] საქართველოს ერობათა წარმომადგენლების II ყრილობა

საქართველოს ერობათა წარმომადგენლების II ყრილობა მიმდინარეობდა თბილისში 1919 წლის 11-18 სექტემბერს. დღის წესრიგით დელეგატებს უნდა ემსჯელათ შემდეგ საკითხებზე:

ა) ბიუროს მოქმედების ანგარიში;
ბ) ერობების მდგომარეობა;
გ) ერობათა ცენტრის ორგანიზება;
დ) საერობო დებულებანი: ცენტრის, მაზრის და თემის ერობათა;
ე) ერობების ფინანსური მდგომარეობა;
ვ) ადმინისტრაცია;
ზ) მიმდინარე საკითხები.

ყრილობამ ყველაზე დიდი დრო დაუთმო ერობათა კავშირის შექმნის საკითხს. 15 და 18 სექტემბრის სხდომებზე გაიმართა მწვავე კამათი საერობო ცენტრის შექმნის გარშემო. მომხრეები ამტკიცებდნენ ასეთი „კავშირის“ აუცილებლობას, თუმცა ყრილობაზე იყვნენ მოწინააღმდეგენიც, რომელთაც მიაჩნდათ, რომ მას შეიძლება ის უფლებები აეღო ხელთ, რაც ცენტრალური მთავრობის კომპეტენცია იყო. საბოლოოდ ყრილობამ შემდეგი რეზოლუცია მიიღო:

„1) დაარსდეს სამაზრო ერობების კავშირი, რომელსაც დაევალება ადგილობრივი ერობების ხელმძღვანელობა და ცხოვრებაში გაყვანა იმ დადგენილებებისა, რომელიც სამაზრო ერობათა წარმომადგენლების ყრილობის მიერ იქნება გამოტანილი.
2) ამ მიზნისათვის არჩეული იქნას ყრილობის მიერ 9 კაცისაგან შემდგარი კომიტეტი კოოპტაციის უფლებით.

კომიტეტში არჩეულ არიან: გრ. ლორთქიფანიძე, ის. სტურუა, პ. ქავთარაძე, ს. ჭანტურიშვილი, კ. სულაქველიძე, დ. ონიაშვილი, ლ. შენგელაია, ვ. ცაბაძე, არ. ემუხვარი.

სარევიზიო კომისიაში არჩეულ არიან: მ. ცეკვაშვილი, ალ. მითაიშვილი, და დ. კარიჭაშვილი“.

„ერობათა კავშირის“ თავმჯდომარედ აირჩიეს გრ. ლორთქიფანიძე, ხოლო მოადგილეებად, ვლ. ქუთათელაძე (ამ უკანასკნელმა 2 ოქტომბერს უარი განაცხადა წევრობაზე და მისი ადგილი დაიკავა ის. სტურუამ) და მიხ. ცეკვაშვილი.

[რედაქტირება] „ერობათა კავშირის“ მთავარი კომიტეტისა და ერობათა გამგეობების წარმომადგენელთა თათბირი

1920 წლის დასაწყისში „ერობათა კავშირის“ ფუნქციები მნიშვნელოვნად გაიზარდა, როდესაც მის განკარგულებაში გადავიდა რესპუბლიკის სასურსათო საბჭო, თავისი ქონებით. 1919 წლის 26-28 იანვარს თბილისში ჩატარდა „ერობათა კავშირის“ მთავარი კომიტეტისა და ერობათა გამგეობების წარმომადგენელთა თათბირი. დღის წესრიგით დელეგატებს უნდა ემსჯელათ შემდეგ საკითხებზე:

1. სასურსათო საბჭოს რეორგანიზაციის, მომარაგებისა და სხვა განყოფილებების დაარსება;
2. საერობო ბანკის დებულების განხილვა და დამტკიცება;
3. სოფლის ერობის დებულების განხილვა.
4. კომიტეტის აღმასრულებელი ორგანოს არჩევნები.
5. მორიგი საკითხები.

თათბირმა რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო: „ცენტრალურ სასურსათო საბჭოს“ გაუქმებული სტრუქტურა გადანაწილდა ერობათა კავშირის შესაბამის განყოფილებებში. „კავშირმა“ საქართველოში მიზანშეწონილად ცნო ორსაფეხურიანი ადგილობრივი თვითმმართველობა - თემი და სამაზრო ერობა. თანხმობა განაცხადა, დაარსებულიყო საერობო ბანკი, რომლის აქციის ღირებულება განისაზღვრა ათასი მანეთით. დაარსდა ერობის ყოველწლიური ჟურ. „ერობა.“

შეიცვალა „ერობათა კავშირის“ ხელმძღვანელობა - თავმჯდომარედ აირჩიეს პარმენ (ნიკოლოზ) ჭიჭინაძე, მოადგილედ - მიხეილ ახალაძე. პრეზიდიუმის წევრებად - მიხეილ ცეკვაშვილი, ისიდორე სტურუა და გრიგოლ სოღორაშვილი. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა აქტიურად თანამშრომლობდა „ერობათა კავშირთან“. ჩამოყალიბდა სტატისტიკური, საბუღალტრო, აგრონომიული, საექიმო-სანიტარიული განყოფილებები. კავშირის ეგიდით ეწყობოდა სხვადასხვა დარგის, მაგალითად, ექიმთა, აგრონომთა ყრილობები.

ერობათა კავშირის ცნობით, 1920 წლის ივნისისათვის საქართველოში მოქმედებდა 19 სამაზრო ერობა, სადაც გამართულად ფუნქციონირებდა სტრუქტურები. სამხედრო მოქმედებების გამო ერობის ჩამოყალიბება დროულად ვერ მოხერხდა ახალქალაქისა და გაგრის რაიონში. ამას გარდა, აქტიურად წარმოებდა ადგილობრივი თვითმმართველობის უფრო წვრილი ერთეულების - თემების ერობების ფორმირება. 1919 წლის ოქტომბრიდან „ერობათა კავშირმა“ დაიწყო მუშაობა საერობო დებულების ახალ ვარიანტზე, რომელმაც საბოლოო სახე 1920 წლის ნოემბერში მიიღო. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ 1921 წლის თებერვალ-მარტის მოვლენების გამო მისი მიღება ვერ მოახერხა.

ჯაბა სამუშია

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ი. ხვადაგიანი, ერობა – თვითმმართველობის რეფორმა საქართველოს რესპუბლიკაში 1918, ტ. I, თბ., 2017;
  • ალ. ბენდიანიშვილი, საქართველოს პირველი რესპუბლიკა (1918-1921 წწ. ), თბ., 2001.

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები