თარხნიშვილი მარიამ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:37, 22 მაისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარო თრხნიშვილიი

თარხნიშვილი მარიამ (მარო) ესტატეს ასული - (1891, კავთისხევი, ახლანდელი კასპის რაიონი – 1969, თბილისი). ქართველი მომღერალი, ქართული ხალხური სიმღერების ცნობილი შემსრულებელი. საქართველოს სახალხო არტისტი (1956).

1910 თარხნიშვილმა გორში დააარსა ქართლ-კახური სიმღერების გუნდი და მისი უცვლელი ლოტბარი იყო. მან დიდი ამაგი დასდო საქართველოში მხატვრული თვითმოქმედების განვითარებას. თარხნიშვილის გუნდის მდიდარი რეპერტუარიდან აღსანიშავია სიმღერები: „ჭონა“, „ბერიკაცი“, „ნამგლური“, „გარეკახური საცეკვაო“, „მუშური“, „თამარქალო“, „კახური მრავალჟამიერი“ და სხვ. თარხნიშვილი გუნდის ფონზე დიდი ოსტატობით ასრულებდა ცალფა შრომის სიმღერებს – „ურმულს“, „ოროველას,“ აგრეთვე – არიას „დაიგვიანეს“ ნ. სულხანიშვილის ოპერა „პატარა კახიდან.“ თარხნიშვილის გუნდში მრავალი მომღერალი და ლოტბარი აღიზარდა. თავისი კონცერტებით წარმოაჩენდა ქართულ ხალხურ სიმღერას. (მ. ჩხიკვაძე.)





წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")

იხილე აგრეთვე

მარო თარხნიშვილი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები