თევდორე კლდეკარის ერისთავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „თევდორე კლდეკარის ერისთავი“ გადაიტანა გვერდზე „[[კლდეკარის ერი...)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კლდეკარის ერისთავი თევდორე“ გადაიტანა გვერდზე „[[თევდორე კლდეკ...)

11:18, 8 ივნისი 2017-ის ვერსია

თევდორე - გიორგი ჭყონდიდლის დისწული, კლდეკარის ერისთავი 1094 წ.; როგორც ჩანს, თევდორემ კლდეკარის ერისთავობა მიიღო ლიპარიტ (V)-ის შემდგომ, რაზედაც იუწყება დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი: „თრიალეთი და კლდეკარნი ჰქონდეს თევდორეს“. ცხადია, ეს მხარე თევდორეს ერისთავობის უფლებით უნდა მიეღო. შესაძლებელია, კლდეკარის საერისთავოს ნაწილი მართლაც სამეფო დომენს შეუერთდა, როგორც ამას ფიქრობს ზოგიერთი მკვლევარი.



წყაროები და ლიტერატურა

დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი 1955: 331; ანთელავა 1983: 182; ბახტაძე 2003: 182.


წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები