იერიში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''იერიში''' - (ფრანგული ''attague'' - თავდასხმა), შეტევითი მოქმედებების ყველაზე გადამწყვეტი პერიოდი: საბრძოლო წყობით ქვედანაყოფების, ნაწილებისა და შენაერთების, აგრეთვე ცალკეული თვითმფრინავების, შვეულმფრენების, ხომალდებისა და მათი ჯგუფების
+
[[ფაილი:Ierishi grenadorebi.jpg|thumb|250პქ|„პრუსიელი გრენადერები იარიში 1745“, კარლ რიოჰლინგი]]
სწრაფი, შეუჩერებელი და მიზანმიმართული მოძრაობა ინტენსიურ ცეცხლთან შეხამებით, რომლის მიზანია მოწინააღმდეგის განადგურება.  
+
'''იერიში''' - (ფრანგული ''attague'' - თავდასხმა), შეტევითი მოქმედებების ყველაზე გადამწყვეტი პერიოდი: [[საბრძოლო წყობა|საბრძოლო წყობით]] ქვედანაყოფების, ნაწილებისა და შენაერთების, აგრეთვე ცალკეული [[თვითმფრინავი|თვითმფრინავების]], შვეულმფრენების, ხომალდებისა და მათი ჯგუფების
 +
სწრაფი, შეუჩერებელი და მიზანმიმართული მოძრაობა ინტენსიურ [[ცეცხლი (სამხედრო ტერმინი)|ცეცხლთან]] შეხამებით, რომლის მიზანია მოწინააღმდეგის განადგურება.  
  
 
მოქმედების დროის მიხედვით იერიში არის დღის და ღამის.  
 
მოქმედების დროის მიხედვით იერიში არის დღის და ღამის.  
ხაზი 6: ხაზი 7:
 
მიმართულების მიხედვით – ფრონტალური, ფლანგური და ზურგიდან.
 
მიმართულების მიხედვით – ფრონტალური, ფლანგური და ზურგიდან.
  
განასხვავებენ ქვეითი (მოტომსროლელი,მსროლელი) ჯარების, სატანკო, ცხენოსანთა,საჰაერო, საზღვაო იერიშებს.
+
განასხვავებენ ქვეითი (მოტომსროლელი,მსროლელი) [[ჯარები|ჯარების]], სატანკო, ცხენოსანთა,საჰაერო, საზღვაო იერიშებს.
  
 
====საზღვაო იერიში====
 
====საზღვაო იერიში====
საზღვაო იერიში, არის:  ხომალდების (კატარღების) ან მათი ტაქტიკური ჯგუფების თავბრუდამხვევი მანევრი მოწინააღმდეგის გასანადგურებლად იარაღის ერთდროული ან თანამიმდევრული გამოყენებით. იერიშზე გადადიან
+
საზღვაო იერიში, არის:  ხომალდების (კატარღების) ან მათი ტაქტიკური ჯგუფების თავბრუდამხვევი მანევრი მოწინააღმდეგის გასანადგურებლად [[იარაღი (იურიდიული)|იარაღის]] ერთდროული ან თანამიმდევრული გამოყენებით. იერიშზე გადადიან ცალკეული [[წყალქვეშა ნავი|წყალქვეშა ნავები]], წყალზედა ხომალდები (კატარღები) და მათი ჯგუფები დამოუკიდებლად ან ერთმანეთთან და [[საზღვაო ავიაცია|საზღვაო ავიაციის]] მოიერიშე თვითმფრინავებთან (შვეულმფრენებთან) ურთიერთქმედებით.
ცალკეული [[წყალქვეშა ნავი|წყალქვეშა ნავები]], წყალზედა ხომალდები (კატარღები) და მათი ჯგუფები
+
დამოუკიდებლად ან ერთმანეთთან და საზღვაო ავიაციის მოიერიშე თვითმფრინავებთან (შვეულმფრენებთან) ურთიერთქმედებით.
+
  
იერიშის ობიექტები შეიძლება იყოს მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავები, წყალზედა ხომალდები და ტრანსპორტი, როგორც ცალკეული, ისე სხვადასხვა გვარეობის შენაერთების, სადესანტო რაზმებისა და ბადრაგის შემადგენლობაში.  
+
იერიშის ობიექტები შეიძლება იყოს მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავები, წყალზედა ხომალდები და ტრანსპორტი, როგორც ცალკეული, ისე სხვადასხვა გვარეობის შენაერთების, [[სადესანტო რაზმი|სადესანტო რაზმებისა]] და ბადრაგის შემადგენლობაში.  
  
 
გამოყენებული იარაღის სახეობის მიხედვით იერიში შეიძლება იყოს სარაკეტო, საარტილერიო, სატორპედო, საბომბე ან კომბინირებული.  
 
გამოყენებული იარაღის სახეობის მიხედვით იერიში შეიძლება იყოს სარაკეტო, საარტილერიო, სატორპედო, საბომბე ან კომბინირებული.  
ხაზი 40: ხაზი 39:
 
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017
 
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017
 
[[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]]
 
[[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]]
[[კატეგორია:საბრძოლო მოქმედებები]]
+
[[კატეგორია:სამხედრო სტრატეგიები]]
[[კატეგორია:იერიში]]
+

13:08, 29 იანვარი 2018-ის ვერსია

„პრუსიელი გრენადერები იარიში 1745“, კარლ რიოჰლინგი

იერიში - (ფრანგული attague - თავდასხმა), შეტევითი მოქმედებების ყველაზე გადამწყვეტი პერიოდი: საბრძოლო წყობით ქვედანაყოფების, ნაწილებისა და შენაერთების, აგრეთვე ცალკეული თვითმფრინავების, შვეულმფრენების, ხომალდებისა და მათი ჯგუფების სწრაფი, შეუჩერებელი და მიზანმიმართული მოძრაობა ინტენსიურ ცეცხლთან შეხამებით, რომლის მიზანია მოწინააღმდეგის განადგურება.

მოქმედების დროის მიხედვით იერიში არის დღის და ღამის.

მიმართულების მიხედვით – ფრონტალური, ფლანგური და ზურგიდან.

განასხვავებენ ქვეითი (მოტომსროლელი,მსროლელი) ჯარების, სატანკო, ცხენოსანთა,საჰაერო, საზღვაო იერიშებს.

სარჩევი

საზღვაო იერიში

საზღვაო იერიში, არის: ხომალდების (კატარღების) ან მათი ტაქტიკური ჯგუფების თავბრუდამხვევი მანევრი მოწინააღმდეგის გასანადგურებლად იარაღის ერთდროული ან თანამიმდევრული გამოყენებით. იერიშზე გადადიან ცალკეული წყალქვეშა ნავები, წყალზედა ხომალდები (კატარღები) და მათი ჯგუფები დამოუკიდებლად ან ერთმანეთთან და საზღვაო ავიაციის მოიერიშე თვითმფრინავებთან (შვეულმფრენებთან) ურთიერთქმედებით.

იერიშის ობიექტები შეიძლება იყოს მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავები, წყალზედა ხომალდები და ტრანსპორტი, როგორც ცალკეული, ისე სხვადასხვა გვარეობის შენაერთების, სადესანტო რაზმებისა და ბადრაგის შემადგენლობაში.

გამოყენებული იარაღის სახეობის მიხედვით იერიში შეიძლება იყოს სარაკეტო, საარტილერიო, სატორპედო, საბომბე ან კომბინირებული.

სატანკო იერიში

სატანკო იერიშს ახორციელებენ სატანკო ქვედანაყოფები, ნაწილები და შენაერთები არტილერიისა და ავიაციის მხარდაჭერით. ტანკები მოძრაობენ მაქსიმალური სიჩქარით, რის შესაძლებლობასაც იძლევა ადგილმდებარეობის პირობები, აწარმოებენ ცეცხლს შეუჩერებლივ, ანადგურებენ მოწინააღმდეგის საცეცხლე საშუალებებს, ცოცხალ ძალასა და ტექნიკას. სატანკო იერიში შეიძლება მონაწილეობდნენ ქვეითი (მოტომსროლელი) ქვედანაყოფები.

საჰაერო იერიში

საჰაერო იერიში, ეს არის თავბრუდამხვევი თავდასხმა მოწინააღმდეგის ობიექტზე ჰაერიდან (ჰაერში) დაზიანების საავიაციო საშუალებების გამოყენებით. იგი წარმოადგენს საავიაციო დარტყმის და საჰაერო ბრძოლის მთავარ ელემენტს. ასრულებენ საბრძოლო თვითმფრინავები (გამანადგურებელ-ბომბდამშენები, მოიერიშეები, ბომბდამშენები, გამანადგურებლები), აგრეთვე საბრძოლო შვეულმფრენები.

ქვეითი ჯარების იერიში

ქვეითი (მოტომსროლელი, მსროლელი) ჯარების იერიში ხორციელდება, როგორც წესი, სატანკო ჯარებთან მჭიდრო ურთიერთქმედებით იერიშის საცეცხლე მომზადების შემდეგ და სარაკეტო ჯარების, არტილერიის, ავიაციის (მათ შორის საბრძოლო შვეულმფრენების) იერიშის ცეცხლით მხარდაჭერის პირობებში.

ქვეითი ქვედანაყოფების იერიში შეიძლება განხორციელდეს შეუჩერებლივ ან მოწინააღმდეგესთან უშუალო შეხების მდგომარეობიდან.

შეუჩერებლივი იერიშის ძირითად ხერხად ითვლება იერიში ქვეითი ჯარის საბრძოლო მანქანებით და ჯავშანტრანსპორტიორებით.

ქვეითი (მოტომსროლელი) ქვედანაყოფების იერიში წარმოებს მოწინააღმდეგის წინასწარ მომზადებულ და საინჟინრო თვალსაზრისით კარგად მოწყობილ თავდაცვაზე, გამაგრებული რაიონების გარღვევისას დიდ დასახლებულ პუნქტებში, ქვეითი ჯარის საბრძოლო მანქანებისათვის ძნელად მისადგომ ადგილებში და შეზღუდული ხილვადობის პირობებში მოქმედებისას.

იერიში, ჩვეულებრივ, ხორციელდება მოწინააღმდეგის I ეშელონის ნაწილების თავდაცვის სიღრმეში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები