ინფრაწითელი ტექნიკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:29, 16 მარტი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ინფრაწითელი ტექნიკა - მეცნიერების და ტექნიკის დარგი, რომელიც ამუშავებს და იყენებს თვალით შეუმჩნეველი ინფრაწითელი გამოსხივების გენერირების და აღმოჩენის მეთოდებს და საშუალებებს.
სამხედრო საქმეში ღამის ხედვის ხელსაწყოები, რომლებიც დაფუძნებულია ინფრაწითელი გამოსხივების მოქმედებაზე. გამოიყენება: მიზნების თვალთვალის, პელენგირების, თანხლებისა და ფოტოგრაფირებისთვის; ღამის პირობებში ბრძოლის წარმოების, ტექნიკის ტარების და იარაღის თვითდამიზნებისათვის; სახმელოეთო და კოსმოსური კავშირისათვის და სხვა.
განასხვავებენ აქტიურ და პასიურ ინფრაწითელ ხელსაწყოებს.