თვალთვალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თვალთვალი - მოწინააღმდეგის და საკუთარი ჯარების (ძალების) მოქმედების, ადგილმდებარეობის, ამინდის და ვითარების სხვა პირობების შესახებ მონაცემების მიღების ხერხი.

წარმოებს უწყვეტად ყველა სახის საბრძოლო მოქმედების დროს, ყველანაირი ამინდის პირობებში და დღედაღამ, ვიზუალურად ან ტექნიკური საშუალებების (რაიოლოკაციური, სატელევიზიო, ჰიდროაკუსტიკური და სხვა) დახმარებით. მიმდინარეობს სათვალთვალო პუნქტებიდან, ვერტმფრენებიდან, თვითმფრინავებიდან, ხომალდებიდან და კოსმოსური კომპლექსების გამოყენებით.

თვალთვალს, რომელიც ხორციელდება შეუიარაღებელი თვალით ან ოპტიკური ხელსაწყოების გამოყენებით, ეწოდება ვიზუალური.თვალთვალის შედეგები აისახება რუკებზე (სქემებზე) დათვალთვალის ჟურნალებში.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები