ისმენე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ისმენე – (ბერძნ.) ოიდიპოსისა და იოკასტეს ასული, ანტიგონეს და.
როდესაც ანტიგონემ განიზრახა დაეკრძალა თავისი ძმის, პოლინიკესის ცხედარი, ისმენე შეშინდა. მან ვერ შეძლო წინ აღდგომოდა მეფე კრეონის ბრძანებას, რომელიც კრძალავდა თებეს წინააღმდეგ მებრძოლი პოლინიკესის დასაფლავებას. მაგრამ როდესაც ანტიგონე მეფის წინაშე წარსდგა, ისმენე მზად იყო გაეზიარებინა დის დანაშაული. ისმენეს ნაგვიანევი თანაგრძნობა ანტიგონემ არ მიიღო.
ამ თემას ეძღვნება სოფოკლეს საუკეთესო ტრაგედია „ანტიგონე“.