კანოვა ანტონიო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Malania გვერდი „კანოვა ანტონიო“ გადაიტანა გვერდზე „ანტონიო კანოვა“)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Venera.jpeg|thumb|400პქ|ანტონიო კანოვა. პაულინ ბორგეზე ვენერას სახით, 1808; მარმარილო, 218 სმ. ბორგეზეს გალერეა, რომი]]
 
[[ფაილი:Venera.jpeg|thumb|400პქ|ანტონიო კანოვა. პაულინ ბორგეზე ვენერას სახით, 1808; მარმარილო, 218 სმ. ბორგეზეს გალერეა, რომი]]
'''ანტონიო კანოვა''' – (Antonio Canova, 1757-1822)  XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კლასიცისტი მოქანდაკე.იგი ვენეციასთან ახლოს, ქვისმთლელების ოჯახში დაიბადა; 1781 წლიდან კი, [[რომი|რომში]] გადავიდა, სადაც შოტლანდიელი მხატვრის გევინ ჰამილთონის ხელმძღვანელობით კლასიცისტურ სტილს ითვისებს და მალევე ევროპაში თავისი დროის ყველაზე პოპულარული მოქანდაკე ხდება.  
+
'''ანტონიო კანოვა''' – (Antonio Canova, 1757-1822)  XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კლასიცისტი მოქანდაკე. იგი ვენეციასთან ახლოს, ქვისმთლელების ოჯახში დაიბადა; 1781 წლიდან კი, [[რომი|რომში]] გადავიდა, სადაც შოტლანდიელი მხატვრის გევინ ჰამილთონის ხელმძღვანელობით კლასიცისტურ სტილს ითვისებს და მალევე [[ევროპა|ევროპაში]] თავისი დროის ყველაზე პოპულარული მოქანდაკე ხდება.  
კანოვა ორი ტიპის სკულპტურას ქმნიდა: დიდი ზომის საჯარო ოფიციალურ ქანდაკებებს ევროპის ლიდერებისთვის და ნამუშევრებს ეროტიკულ-მითოლოგიურ თემებზე კოლექციონერებისა და კერძო პირებისთვის. პაულინ ბორგეზე [[ვენერა|ვენერას]] სახით  სწორედ მეორე კატეგორიას განეკუთვნება, თუმცა მისი დამკვეთი XVIII საუკუნის მიწურულის ევროპის ყველაზე ძლევამოსილი მმართველი, საფრანგეთის იმპერატორი ნაპოლეონი (1769-1821) იყო. ქანდაკება, ფაქტობრივად, ნაპოლეონის დის, პაულინას პორტრეტს წარმოადგენს. პაულინა, იმპერატორის სურვილით, რომის ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული გვარის - ბორგეზეების წარმომადგენელზე, პრინც კამიოლო ბორგეზეზე იყო გათხოვილი. ვენერას სახით წარდგენა თავად პაულინას სურვილი იყო. ნახევრადშიშველი პაულინა ტახტზეა წამოწოლილი, ხელში კი, სამთაგან უმშვენიერესი ქალღმერთის ნიშნად, [[ტროა|ტროას]] უფლისწულ პარისისგან ვენერასთვის ბოძებული ვაშლი უჭირავს. მარმარილოში ნაკვეთი ბალიშები და დრაპირება სრულიად ბუნებრივად გამოიყურება. პრიალა თეთრი მარმარილოს სხეული ელინისტური სკულპტურის სენსუალობას გვახსენებს, განსაკუთრებით, ტახტის ნაცრისფერი, თეთრი და ოქროსფერი ხაზობრივი კონტრასტული ფორმების ფონზე. პაულინას მეუღლეს არ მოეწონა ქანდაკება, რომელიც მისი აზრით, ქალს საეჭვო რეპუტაციას უქმნიდა და კანოვას ეს ნამუშევარი ბორგეზეს ვილის ერთ-ერთ შორეულ ოთახში მოათავსა, სადაც ის დღემდე ინახება.
+
 
 +
კანოვა ორი ტიპის სკულპტურას ქმნიდა: დიდი ზომის საჯარო ოფიციალურ ქანდაკებებს ევროპის ლიდერებისთვის და ნამუშევრებს ეროტიკულ-მითოლოგიურ თემებზე კოლექციონერებისა და კერძო პირებისთვის. პაულინ ბორგეზე [[ვენერა|ვენერას]] სახით  სწორედ მეორე კატეგორიას განეკუთვნება, თუმცა მისი დამკვეთი XVIII საუკუნის მიწურულის ევროპის ყველაზე ძლევამოსილი მმართველი, [[საფრანგეთი|საფრანგეთის]] იმპერატორი ნაპოლეონი (1769-1821) იყო. ქანდაკება, ფაქტობრივად, ნაპოლეონის დის, პაულინას პორტრეტს წარმოადგენს. პაულინა, იმპერატორის სურვილით, რომის ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული გვარის - ბორგეზეების წარმომადგენელზე, პრინც კამიოლო ბორგეზეზე იყო გათხოვილი. [[ვენერა|ვენერას]] სახით წარდგენა თავად პაულინას სურვილი იყო. ნახევრადშიშველი პაულინა ტახტზეა წამოწოლილი, ხელში კი, სამთაგან უმშვენიერესი ქალღმერთის ნიშნად, [[ტროა|ტროას]] უფლისწულ [[პარისი|პარისისგან]] ვენერასთვის ბოძებული ვაშლი უჭირავს. მარმარილოში ნაკვეთი [[ბალიში|ბალიშები]] და დრაპირება სრულიად ბუნებრივად გამოიყურება. პრიალა თეთრი მარმარილოს სხეული ელინისტური სკულპტურის სენსუალობას გვახსენებს, განსაკუთრებით, ტახტის ნაცრისფერი, თეთრი და ოქროსფერი ხაზობრივი კონტრასტული ფორმების ფონზე. პაულინას მეუღლეს არ მოეწონა ქანდაკება, რომელიც მისი აზრით, ქალს საეჭვო რეპუტაციას უქმნიდა და კანოვას ეს ნამუშევარი ბორგეზეს ვილის ერთ-ერთ შორეულ ოთახში მოათავსა, სადაც ის დღემდე ინახება.
 
   
 
   
 
==წყარო==
 
==წყარო==

17:49, 14 მარტი 2018-ის ვერსია

ანტონიო კანოვა. პაულინ ბორგეზე ვენერას სახით, 1808; მარმარილო, 218 სმ. ბორგეზეს გალერეა, რომი

ანტონიო კანოვა – (Antonio Canova, 1757-1822) XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კლასიცისტი მოქანდაკე. იგი ვენეციასთან ახლოს, ქვისმთლელების ოჯახში დაიბადა; 1781 წლიდან კი, რომში გადავიდა, სადაც შოტლანდიელი მხატვრის გევინ ჰამილთონის ხელმძღვანელობით კლასიცისტურ სტილს ითვისებს და მალევე ევროპაში თავისი დროის ყველაზე პოპულარული მოქანდაკე ხდება.

კანოვა ორი ტიპის სკულპტურას ქმნიდა: დიდი ზომის საჯარო ოფიციალურ ქანდაკებებს ევროპის ლიდერებისთვის და ნამუშევრებს ეროტიკულ-მითოლოგიურ თემებზე კოლექციონერებისა და კერძო პირებისთვის. პაულინ ბორგეზე ვენერას სახით სწორედ მეორე კატეგორიას განეკუთვნება, თუმცა მისი დამკვეთი XVIII საუკუნის მიწურულის ევროპის ყველაზე ძლევამოსილი მმართველი, საფრანგეთის იმპერატორი ნაპოლეონი (1769-1821) იყო. ქანდაკება, ფაქტობრივად, ნაპოლეონის დის, პაულინას პორტრეტს წარმოადგენს. პაულინა, იმპერატორის სურვილით, რომის ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული გვარის - ბორგეზეების წარმომადგენელზე, პრინც კამიოლო ბორგეზეზე იყო გათხოვილი. ვენერას სახით წარდგენა თავად პაულინას სურვილი იყო. ნახევრადშიშველი პაულინა ტახტზეა წამოწოლილი, ხელში კი, სამთაგან უმშვენიერესი ქალღმერთის ნიშნად, ტროას უფლისწულ პარისისგან ვენერასთვის ბოძებული ვაშლი უჭირავს. მარმარილოში ნაკვეთი ბალიშები და დრაპირება სრულიად ბუნებრივად გამოიყურება. პრიალა თეთრი მარმარილოს სხეული ელინისტური სკულპტურის სენსუალობას გვახსენებს, განსაკუთრებით, ტახტის ნაცრისფერი, თეთრი და ოქროსფერი ხაზობრივი კონტრასტული ფორმების ფონზე. პაულინას მეუღლეს არ მოეწონა ქანდაკება, რომელიც მისი აზრით, ქალს საეჭვო რეპუტაციას უქმნიდა და კანოვას ეს ნამუშევარი ბორგეზეს ვილის ერთ-ერთ შორეულ ოთახში მოათავსა, სადაც ის დღემდე ინახება.

წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები