კახეთის აჯანყება 1659

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
ხაზი 19: ხაზი 19:
 
[[კატეგორია:აჯანყებები კახეთში]]
 
[[კატეგორია:აჯანყებები კახეთში]]
 
[[კატეგორია:ბრძოლები]]
 
[[კატეგორია:ბრძოლები]]
[[კატეგორია:ქართველთა ბრძოლები ირანის წინააღმდეგ]]
+
[[კატეგორია:ქართველთა ბრძოლები]]

15:42, 11 ოქტომბერი 2017-ის ვერსია

კახეთის აჯანყება 1659 - კახეთის მოსახლეობის ბრძოლა სეფიანთა ირანის წინააღმდეგ. აჯანყების საბაბი გახდა ირანის მმართველთა გადაწყვეტილება მათ მიერ დაპყრობილ კახეთში თურქმანული ტომების ჩასახლების შესახებ, რაც გამოიწვევდა ამ კუთხიდან ქართველთა განდევნას და ტერიტორიის საბოლოო ჩამოცილებას საქართველოდან.

აჯანყებას მეთაურობდნენ თავადი ბიძინა ჩოლოყაშვილი, ზაალ არაგვის ერისთავი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები. აჯანყებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს აგრეთვე თუშებმა და ფშავ-ხევსურებმა ზეზვა გაფრინდაულის, გოგოლაურისა და ნადირა ხოშარაულის წინამძღოლობით. სწრაფი და ენერგიული მოქმედებებით ქართველებმა აიღეს ყიზილბაშთა საყრდენი პუნქტები – ბახტრიონისა და ალავერდის ციხეები და ჩამოსახლებული თურქმანები ზოგი დახოცეს, სხვები კი ქვეყნიდან გააძევეს.

შაჰი იძულებული გახდა ხელი აეღო კახეთის „გათათრების“ გეგმაზე, თუმცა ქართველთა გათიშვისა და დაქსაქსვის გზით მოახერხა ჯანყების შეჩერება.

ამრიგად, 1659 წელს აჯანყეაჯანყების შედეგად კახეთის მოსახლეობა გადაურჩა ფიზიკურ გადაშენებას, მაგრამ ირანელთა ბატონობის უღელი საბოლოოდ ვერ მოიცილა.

რაც შეეხება 1659 წელს აჯანყების მეთაურებს, ზაალ არაგვის ერისთავი ქართლის მეფე ვახტანგ V-მ მოაკვლევინა (1660), ხოლო შალვა და ელიზბარ ერისთავები და ბიძინა ჩოლოყაშვილი 1662 წელს შაჰს ეახლნენ და პატიება ითხოვეს (ამჟამად არიან წმინდანებად აღიარეს). შაჰმა ისინი 1659 წელს კახეთში გაჟლეტილი თურქმანების თანატომელებს გადასცა, რომლებმაც ტყვეები საშინელი სისატკით დახოცეს.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები