კლიმიაშვილი მიხეილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „კლიმიაშვილი მიხეილ“ გადაიტანა გვერდზე „მიხეილ კლიმიაშვილი“ გა...)
 
(ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''მიხეილ იოსების ძე კლიმიაშვილი''' (დ. 5 იანვარი, 1874, სოფელი მჭადისჯვარი დუშეთის მაზრა, თბილისის გუბერნია.). [[ქართველები|ქართველი]]. სოციალ-დემოკრატი.  
+
'''კლიმიაშვილი მიხეილ იოსების ძე''' (5.I.1874. სოფ, მჭადისჯვარი, დუშეთის მაზრა - ?) - [[ქართველები|ქართველი]] სოციალ-დემოკრატი. [[საქართველო|საქართველოს]] დემოკრატიული რესპუბლიკის [[საქართველოს ეროვნული საბჭო|ეროვნული საბჭოს]] (პარლამენტის) წევრი.  
  
თფილისის ადრესი: პოტოჩნის ქუჩა სახლი №6 მილოვისა, ბინა №9.
+
====ბიოგრაფია====
 +
განათლება მიიღო თბილისის ალექსანდრეს სახელობის საოსტატო სასწავლებელში, თუმცა მისი დასრულება ვერ შეძლო. პროფესიით სახალხო მასწავლებელი. მუშაობდა სხვადასხვა დაწესებულებებში მოანგარიშედ. იყო სახალხო იაფფასიანი წიგნის მაღაზიის გამგე. ახალგაზრდობაშივე შეუერთდა მემარცხენე ახალგაზრდებს, გახდა ფილოქსერას ჯგუფის წევრი. მუშაობდა [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების]] გომარეთის სკოლაში. 1898-1900 წლებში მუშაობდა „კვალის“, „ცნობის ფურცლისა“ და „მოამბის“ კორექტორად. 1901 წლიდან მუშაობდა რკინიგზის სახელოსნოში, აქტიურად იყო ჩართული მუშათა გამოსვლებში. 1903 წელს დაიჭირეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. 1095 წლის მოვლენების შემდეგ დაითხოვეს რკინიგზის სახელოსნოდან. 1905-1908 წლებში ცხოვრობდა არალეგალურად [[კავკასია|კავკასიასა]] და [[რუსეთი|რუსეთში]]. 1908 წელს დაიჭირეს გორში და გადაასახლეს პერმში. 1916 წელს დაიჭირეს და გადაასახლეს ირკუტსკში.
  
==ავტობიოგრაფია==
+
1917 წლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში. შეუდგა აქტიურ პარტიულ საქმიანობას. იყო დუშეთის მაზრის კომისარი. 1918 წელს [[სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია|სოციალ-დემოკრატიული პარტიის]] სიით გახდა ეროვნული საბჭოს წევრი. იყო ეროვნული საბჭოს ადგილობრივი თვითმმართველობისა და სარწმუნოების საქმეთა კომისიის წევრი.
==== პროფესია ====
+
პროფესიით სახალხო სკოლების მასწავლებელი ვარ, მაგრამ მასწავლებლად მხოლოდ ერთი წელიწადი ვიყავი, დანარჩენ დროს ვეხმარებოდი სხვა და სხვა დაწესებულებებში მოანგარიშეთ, საქმის მწარმოებლად და სხვა.
+
  
==== განათლება ====
+
:::::::::::::::::::::::::::::::::::::::''ირაკლი ირემაძე''
განათლება მივიღე თბილისის ალექსანდრეს სახელის საოსტატო ინსტიტუტში, მაგრამ სწავლა იქ არ დამიმთავრებია.
+
  
==== განვლილი ცხოვრების მთავარი ეტაპები ====
+
==ლიტერატურა==
სასწავლებლიდან გამოსვლის შემდეგ შევისწავლე ბუხგალტერია და ბუხგალტერიის კურსების გამგემ გამამწესა სამსახურში ყირიმში გარჩაკოვის მამულში კანტორის გამგეთ. აქ ცოტა ხანს დავრჩი და დავბრუნდი ისევ თბილისში. რამდენიმე ხანს ვცხოვრობდი კერძო გაკვეთილებით. შემდეგ თბილისის მასწავლებელ ქალთა წრემ მაშინ თბილისში კარგად ცნობილ ო. ვ. კაიდანოვის ქალის მეთაურობით გახსნა თბილისში ჩემ სახელზე იაფ-ფასიანი სახალხო წიგნების მაღაზია და მე ვიყავი ამ მაღაზიის გამგე. ვიღებდი მონაწილეობას ამავე მასწავლებელ ქალთაგან დაარსებულ იაფ-ფასიან ბიბლიოთეკის მართვა-გამგეობაში, საკვირაო სკოლებში და სიფხიზლის საზოგადოებისგან მოწყობილ სახალხო საუბრებისა და კითხვის მოწყობაში. რამდენიმე ხნის შემდეგ შევედი სამსახურში ფილოქსერის პარტიაში. ამ პარტიის საშუალებით მოვიარე კუბანის ოლქი და მთლად [[საქართველო]], სადაც კი ვენახიანი ადგილებია. თბილისში დავბრუნდი 1897 წელს. ამ წელს რამდენიმე თვე ვემსახურე მდივნათ თბილისის სათავად-აზნაურო სკოლის აღმასრულებელ კომიტეტში და შემდეგ წავედი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებისაგან სოფ. გომარეთში ახლად დაარსებულ სკოლაში მასწავლებლად. იქ მხოლოთ ერთ წელიწადს დავრჩი მასწავლებლად. სასწავლებელთან მქონდა აგრეთვე სკოლა და საუბრები დიდებისათვის. გომარეთიდან დაბრუნებისას ზაფხულის თვეებში ისევ ფილოქსერის პარტიაში გავატარე კახეთში. შემდეგ დავბრუნდი თბილისში და შევედი სამსახურში თბილისის ქალაქის თვითმართველობაში სავაჭრო-სამეურნეო აგენტის თანაშემწეთ. რამდენიმე ხნის შემდეგ დამნიშნეს ქალაქის მეორე თავ-შესაფარის გამგეთ და იმავე დროს ვმსახურებდი რკინისგზაზე შემოსავლის სამსახურში (Служба сборовъ) სტატისტიკურ განყოფილებაში.
+
სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 107, 109.
1899 და 1900 წლებს ვმუშაობდი კორექტორად „ცნობის ფურცლის“ და „მოანბის“ რედაქციებში. თბილისში 1901, 1902, 1903 წლებში გაძლიერდა მუშათა მოძრაობა და რამდენიმე ჯგუფი დაიჭირეს იმ დროს. 1903 წელს დამიჭირეს მეც, მაგრამ მალე გამანთავისუფლეს. 1906 წლის 22 დეკემბერს დამითხოვეს რკინის გზიდან და დამდევდნენ დასაჭერად. ამის გამო იძულებული გავხდი ქალაქის თვითმართველობის სამსახურიც მიმეტოვებინა და მივმალულიყავ. არალეგალურათა ვცხოვრობდი 1905-1908 წლის მალვამდი ვცხოვრობდი ხან რუსეთში და ხან კავკასიის სხვა და სხვა ქალაქებში. 1908 წელს ივნისის 10 ათს დამიჭირეს გორში, გამასამართლეს როგორც წევრი 1905 წლის რკინისგზის გაფიცვის კომიტეტისა, მომისაჯეს ექვსი თვე (კრეპოსტი) ამის გარდა ციხეში კიდევ ზედმეტი ათი თვე მამყოფეს და შემდეგ გადამასახლეს პერმის გუბერნიაში, ჩერდინის მაზრაში, ჩრდილოეთ ურალზე. იქიდან დავბრუნდი 1912 წელს, მაგრამ კავკასიაში წამოსვლის ნება არ მქონდა და დავრჩი დონის როსტოვში. გარდასახლების დროს ყველანაირ სამუშაოს ვასრულებდი, ვფხეკამდით ხოლმე ტყეში ხეებს, დღიურადა ვმუშაობდით სოფლელებთან სათიბში, სამკალში, კალოზე, სამსახურის ნებას არ მაძლევდნენ, გაკვეთილების მიცემა აკრძალული მქონდა. დიდ ხანს ერთ ბინაზე არა მტოვებდნენ ორ-სამ თვეში ერთხელ ბინას მიცვლიდნენ და სხვა და სხვა სოფლებში გადავყავდით. როსტოვიდან ჩავედი ქალაქ ალექსანდროვსკ-გრუშევსკოში და პარამანოვას მაღაროებში მუშათა სასადილოში შევედი კასირად. გული აღარ მიდგებოდა და ჩქარა იქიდან წამოვედი ქალაქ მაიკოპში. აქ რამდენიმე თვე ვიცხოვრე კერძო გაკვეთილებით და შემდეგ წამოვედი თბილისში. კავკასიის სხვა და სხვა ქალაქებში ექვსი თვე შევინახე თავი. იმ დროს დაიწყო მეოთხე დუმის საარჩევნო კამპანია. თბილისში ეს საარჩევნო ორგანიზაცია დაიჭირეს კრებაზე ხუდადოვის სახელის ქალაქის ბაღში. იქ მოვყე მეც. რამდენიმე თვე ციხეში მამყოფეს და შემდეგ გადამასახლეს დონის როსტოვში. როსტოვიდან ისევ ალექსანდროვსკ-გრუშევსკში წავედი იმავე პარამანოვის მაღაროებში სამუშაოთ. ვიშოვნე ადგილი მაღაროების ცენტრალურ სანოვაგის მაღაზიაში უმცროსი  ნოქრისა, შემდეგ იქვე ვიყავი [[პური|პურის]] გამყიდველი და ბოლოს ჭურჭლის და რკინეულობის განყოფილების გამგეთ. მაღაროებში ვიცხოვრე წელიწად ნახევარი. ჩასვლისთანავე იქაურ ამხანაგებთან ერთად შეუდექით მუშებში პარტიულ მუშაობას, დავიახლოვეთ მეოთხე სახელმწიფო დუმის წევრი 1918 წელს ბოლშევიკებისაგან ვერაგულათ მოკლულ ი. ნ. ტულიაკოვი და იმისი საშუალებით კავშირი დავიჭირეთ პეტროგრადთან. წელიწადნახევრის შემდეგ ჩვენი ორგანიზაცია ყველასათვის თვალსაჩინო გახდა და დაგვაფორიაქეს კიდეც. მე გამოვასწარი ალექსანდროვსკ-გრუშევსკიდან ერთი კვირით ადრე, გადმოვედი როსტოვში სამსახურში. ერთი კვირის შემდეგ იქ დაიჭირეს იქ ჩემთან იმ დროს მომუშავე ქართველი ამხანაგებიც რაფიელ ჩიხლაძე, თედო ქარცივაძე, ტერენტი წერეთელი და ადმინისტრატიული წესით გაგზავნეს კატერინოსლავში. როსტოვში მე პირველად მივედი მდივნად ხეზე მომუშავეთა საავად-მყოფო კასაში და შემდეგ გადავედი ამავე თანამდებობაზე როსტოვის ტრამვაიში. როსტოვის საავად-მყოფო კასებმაც შეაკავშირეს მუშები და პოლიტიკურმა მოძრაობამ იჩინა თავი, მუშები ჩაერივნენ სხვა და სხვა კულტურულ დაწესებულებებში, უმეტესად კი სახალხო უნივერსიტეტის საქმეებში, სამხედრო-სამრეწველო კომიტეტის გარშემოც ახმაურდნენ მუშები. საიდუმლო პოლიციამ მიაქცია ყურადღება მუშათა მოძრაობას და დაიწყო დაპატიმრება.
+
 
1916 წელში დამიჭირეს მეც სხვებთან ერთად და გადამასახლეს ირკუტსკის გუბერნიაში. იქ დავრჩი 1917 წლის 22 მარტამდე. ირკუტსკის გუბერნიაში ვცხოვრობდი ქალაქ ნიჟნეუდინსკში. ვმსახურობდი ქალაქის ხორცის დუქნების და პურის მაღაზიის მთავარ მმართველად. სამშობლოში დაბრუნებისას თერთმეტი თვის განმავლობაში ვიყავი დუშეთის მაზრის კომისრად.
+
==იხილე აგრეთვე==
 +
[https://civiledu.wordpress.com/2019/07/08/%e1%83%99%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%98%e1%83%9a-%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%91/ კლიმიაშვილი მიხეილ იოსების ძე]
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[საქართველოს ეროვნული არქივი]]
+
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]
  
 +
[[კატეგორია:ქართველი პოლიტიკოსები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]]
 
[[კატეგორია:სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები]]
 
[[კატეგორია:სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები]]

მიმდინარე ცვლილება 16:58, 8 ივლისი 2019 მდგომარეობით

კლიმიაშვილი მიხეილ იოსების ძე (5.I.1874. სოფ, მჭადისჯვარი, დუშეთის მაზრა - ?) - ქართველი სოციალ-დემოკრატი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი.

სარჩევი

[რედაქტირება] ბიოგრაფია

განათლება მიიღო თბილისის ალექსანდრეს სახელობის საოსტატო სასწავლებელში, თუმცა მისი დასრულება ვერ შეძლო. პროფესიით სახალხო მასწავლებელი. მუშაობდა სხვადასხვა დაწესებულებებში მოანგარიშედ. იყო სახალხო იაფფასიანი წიგნის მაღაზიის გამგე. ახალგაზრდობაშივე შეუერთდა მემარცხენე ახალგაზრდებს, გახდა ფილოქსერას ჯგუფის წევრი. მუშაობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გომარეთის სკოლაში. 1898-1900 წლებში მუშაობდა „კვალის“, „ცნობის ფურცლისა“ და „მოამბის“ კორექტორად. 1901 წლიდან მუშაობდა რკინიგზის სახელოსნოში, აქტიურად იყო ჩართული მუშათა გამოსვლებში. 1903 წელს დაიჭირეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. 1095 წლის მოვლენების შემდეგ დაითხოვეს რკინიგზის სახელოსნოდან. 1905-1908 წლებში ცხოვრობდა არალეგალურად კავკასიასა და რუსეთში. 1908 წელს დაიჭირეს გორში და გადაასახლეს პერმში. 1916 წელს დაიჭირეს და გადაასახლეს ირკუტსკში.

1917 წლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში. შეუდგა აქტიურ პარტიულ საქმიანობას. იყო დუშეთის მაზრის კომისარი. 1918 წელს სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით გახდა ეროვნული საბჭოს წევრი. იყო ეროვნული საბჭოს ადგილობრივი თვითმმართველობისა და სარწმუნოების საქმეთა კომისიის წევრი.

ირაკლი ირემაძე

[რედაქტირება] ლიტერატურა

სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 107, 109.

[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

კლიმიაშვილი მიხეილ იოსების ძე

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები