კონდიდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კონდიდი – აჭარიაში ქობულეთის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების ზედა კონდიდისა და ქვედა კონდიდის ძველი სახელწოდება.

როგორც სპეციალურ ლიტერატურაშია აღნიშნული, სოფლის სახელწოდება კონდიდი რკოდიდი ანუ მუხადიდისაგან გვქონია მიღებული. ძველად რკო მუხის ხესაც აღნიშნავდა და მის ნაყოფსაც. ქართლში არის ცნობილი სოფელი რკონი. აი, სწორედ ამ რკონ- ფორმისაგან მიგვიღია ტოპონიმი კონ-დიდი, რომელშიც -- თანხმოვანი მცენარის სიმრავლეს, გავრცელებულობას აღნიშნავს. კონ-დიდ- სიტყვას თავში ჩამოსცილებია - ბგერა, რაც დასავლური დიალექტებში, განსაკუთრებით, აჭარულსა და იმერხეულში, ნიშანდობლივი მოვლენაა. მაშასადამე კონდიდი რკონ-დიდი-საგან გვქონია მიღებული. იგი ნიშნავს: „ადგილი, სადაც მდგარა მუხის დიდი ხე“

კონდიდის წარმოშობის თაობაზე ადგილობრივ ერთობ გულუბრყვილო გადმოცემა არსებობს: „კონდიდი ძველად ქართველი თავადების თავშესაყარი და გასართობი ადგილი ყოფილა; ჯერ ინადირებდნენ, ორ-სამ დღეს ნადირის ხოცვით თავს შეიქცევდნენ, მერე სვამდნენ, ქეიფობდნენ, თან ქაღალდს და კარტს თამაშობდნენ, ზოგჯერ კონს ჩადიოდნენ. თუ თანხა დიდი იყო, იტყოდნენ, კონდიდიო. დარქმევია ამის გამო სოფელსაც კონდიდი.“

შეიძლებოდა დაგვეშვა კონდიდის წარმოშობის სხვაგვარი ვერსიაც. კერძოდ, ხომ არაა ამოსავალი სიტყვა კონი? საბას განმარტებით კონი, იგივე საპალურო, არის „თევზთ საპყრობი". ნ. ჩუბინაშვილის მიხედვითაც კონი ორაგულის სანადირო ფაცერია, მდინარეზედ გაბმული; კონში „ჩაიდგმიან პირშექცეული გოდრები“. მაშასადამე, კონდიდი შეიძლება გავიგოთ როგორც სათევზაო ადგილი, კონის დასაგებად ვარგისი ადგილები.

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები