მაზნიაშვილი გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:50, 17 მაისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფაილი:MazniaSvili giorgi.jpg
გიორგი მაზნიაშვილი

მაზნიაშვილი გიორგი (დ. 1872 - გ. 1937) – ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალი. მეფის რუსეთის არმიის პოდპოლკოვნიკი. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიისა და პირველ მსოფლიო ომებში. დაჯილდოებული იყო წმ. გიორგის ჯვრით.

  • 1918-21 წლებში იყო საქართველოს დემოკრატული რესპუბლიკის არმიაში. ებრძოდა თურქეთის ჯარებს (1918, 1921), რუს ბოლშევიკებს (1918, 1921), სომეხ დაშნაკებს (1918).
  • 1918 წელს იყო აფხაზეთის, ხოლო 1919 წელს ახალციხისა და ახალქალაქის გენერალ-გუბერნატორი.
  • 1920 წელს – თბილისის გარნიზონის უფროსი.
  • 1921 წლის მარტში მაზნიაშვილმა ქართული ჯარის ნარჩენებით დაიცვა ბათუმი თურქებისაგან და ქალაქი ბოლშევიკებს გადასცა, რითაც ბათუმი (აჭარასთან ერთად) საქართველოს შეუნარჩუნა.
  • 1921-23 წლებში მსახურობდა წითელ არმიაში.
  • 1923 წელს დააპატიმრეს.

შემდეგ რამდენიმე წელიწადი ცხოვრობდა საზღვარგარეთ (სპარსეთში, საფრანგეთში). ბოლოს სამშობლოში დაბრუნდა და სამხედრო-პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორებული ცხოვრობდა საკუთარ სოფელ სასირეთში, ეწეოდა სოფლის მეურნეობას. მიუხედავად ამისა, 1937 წლის რეპრესიების დროს მაზნიაშვილი კვლავ დააპატიმრეს და დახვრიტეს. 2013 წლის 26 სექტემბერს, მაზნიაშვილს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები