მონაკო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:38, 18 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მონაკო (Monaco – მონაკოს სამთავრო) – სახელმწიფო სამხრეთ ევროპაში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ხმელეთის მხრიდან გარს აკრავს საფრანგეთი.
ფართობი – 1,95 კმ2.
მოსახლეობა – 32,5 ათ. კაცი (2012).
ოფიციალური ენა – ფრანგული.
დედაქალაქი – ქ. მონაკო.
ადმინისტრაციულად იყოფა 3 ოლქად.
მონაკოში შთამომავლობითი კონსტიტუციური მონარქიაა. მოქმედებს 1962 წლის კონსტიტუცია.
საკანონმდებლო ხელისუფლება ეკუთვნის ეროვნულ საბჭოს (პარლამენტს) და სახელმწიფოს მეთაურს – მთავარს. აღმასრულებელ ხელისუფლებას მთავრის სახელით ახორციელებს მთავრობის საბჭო.
შემოსავლის მთავარი წყაროა საერთაშორისო ტურიზმი, უძრავი ქონებით ვაჭრობა, საბანკო საქმიანობა და სხვა.
ჰყავს კარაბინერების ასეული და პოლიცია. ქვეყნის თავდაცვას ახორციელებს საფრანგეთი.