მოტომსროლელი ჯარების იერიში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მოტომსროლელი ჯარების იერიში - ქვეითი ჯარების (მოტომსროლელი, მსროლელი) იერიში ხორციელდება, როგორც წესი, სატანკო ჯარებთან მჭიდრო ურთიერთქმედებით იერიშის საცეცხლე მომზადების შემდეგ და სარაკეტო ჯარების, არტილერიის, ავიაციის (მათ შორის საბრძოლო შვეულმფრენების) იერიშის ცეცხლით მხარდაჭერის პირობებში.

ქვეითი ქვედანაყოფების იერიში შეიძლება განხორციელდეს შეუჩერებლივ ან მოწინააღმდეგესთან უშუალო შეხების მდგომარეობიდან.

შეუჩერებლივი იერიშის ძირითად ხერხად ითვლება იერიში ქვეითი ჯარის საბრძოლო მანქანებით და ჯავშანტრანსპორტიორებით.

ქვეითი (მოტომსროლელი) ქვედანაყოფების იერიში წარმოებს მოწინააღმდეგის წინასწარ მომზადებულ და საინჟინრო თვალსაზრისით კარგად მოწყობილ თავდაცვაზე, გამაგრებული რაიონების გარღვევისას დიდ დასახლებულ პუნქტებში, ქვეითი ჯარის საბრძოლო მანქანებისათვის ძნელად მისადგომ ადგილებში და შეზღუდული ხილვადობის პირობებში მოქმედებისას.

იერიში, ჩვეულებრივ, ხორციელდება მოწინააღმდეგის I ეშელონის ნაწილების თავდაცვის სიღრმეში.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები