მსახიობის დღე (გაზეთი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''„მსახიობის დღე“''' - (1920, 1921, 1923) - მსახიობთა ყოველწლიური ორგანო. გ...)
 
ხაზი 6: ხაზი 6:
 
1923 წლის ექვსგვერდიანი გამოცემა თავს უყრის ქართული თეატრის დაარსების 73-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მწერალთა და
 
1923 წლის ექვსგვერდიანი გამოცემა თავს უყრის ქართული თეატრის დაარსების 73-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მწერალთა და
 
მსახიობთა სტატიებს. ქართული თეატრის მდგომარეობას, განვითარების პერსპექტივასა და პრობლემებს ასახავს დ. კანდელაკის
 
მსახიობთა სტატიებს. ქართული თეატრის მდგომარეობას, განვითარების პერსპექტივასა და პრობლემებს ასახავს დ. კანდელაკის
„განათლების სახალხო კომისარის წერილი“ და გრ. რობაქიძის „ქართული თეატრი“. გაზეთში იბეჭდება ინტერვიუ იმჟამად საქართველოში მყოფ ალ. სუმბათაშვილ-იუჟინთან, რომელსაც ესაუბრა მსახიობი ვ. ჯიქია. საუბარი შეეხო თეატრის აწმყოს, ამოცანებს, ქართულ დრამატურგიას, თეატრალური სკოლების დაარსების საკითხს. ქართული თეატრის იუბილეს ეძღვნება [[აკაკი ფაღავა]]ს წერილი „73“. გაზეთში იბეჭდება [[გომართელი ივანე|ივ. გომართელის]] სტატია „ქართული ხელოვნება“, [[ახმეტელი ალექსანდრე|ალ. ახმეტელის]] „ახალი სახიობა“, კ. აბაშიძის „ქართული დრამის მოკლე მიმოხილვა“, დ. ლიხელის „ქართული თეატრი“, [[წუწუნავა ალექსანდრე|ალ. წუწუნავა]]ს „მისალოცი ქართული თეატრისადმი“, ვ. ფალიაშვილის „ოპერა“ და სხვ.
+
„განათლების სახალხო კომისარის წერილი“ და [[რობაქიძე გრიგოლ|გრ. რობაქიძის]] „ქართული თეატრი“. გაზეთში იბეჭდება ინტერვიუ იმჟამად საქართველოში მყოფ ალ. სუმბათაშვილ-იუჟინთან, რომელსაც ესაუბრა მსახიობი ვ. ჯიქია. საუბარი შეეხო თეატრის აწმყოს, ამოცანებს, ქართულ დრამატურგიას, თეატრალური სკოლების დაარსების საკითხს. ქართული თეატრის იუბილეს ეძღვნება [[აკაკი ფაღავა]]ს წერილი „73“. გაზეთში იბეჭდება [[გომართელი ივანე|ივ. გომართელის]] სტატია „ქართული ხელოვნება“, [[ახმეტელი ალექსანდრე|ალ. ახმეტელის]] „ახალი სახიობა“, კ. აბაშიძის „ქართული დრამის მოკლე მიმოხილვა“, დ. ლიხელის „ქართული თეატრი“, [[წუწუნავა ალექსანდრე|ალ. წუწუნავა]]ს „მისალოცი ქართული თეატრისადმი“, ვ. ფალიაშვილის „ოპერა“ და სხვ.
  
 
ახლაფეხადგმულ კინოხელოვნებას ეხება ვ. ბარსკის „წერილი კინემატოგრაფიაზე“. გაზეთი აქვეყნებს [[ბალანჩივაძე მელიტონ|მ. ბალანჩივაძის]] მუსიკალური ნაწარმოების „ზღაპრის“ ნოტებს, აქვე იბეჭდება ს. შანშიაშვილის, შ, მღვიმელისა და ვ. რუხაძის
 
ახლაფეხადგმულ კინოხელოვნებას ეხება ვ. ბარსკის „წერილი კინემატოგრაფიაზე“. გაზეთი აქვეყნებს [[ბალანჩივაძე მელიტონ|მ. ბალანჩივაძის]] მუსიკალური ნაწარმოების „ზღაპრის“ ნოტებს, აქვე იბეჭდება ს. შანშიაშვილის, შ, მღვიმელისა და ვ. რუხაძის

16:54, 15 თებერვალი 2019-ის ვერსია

„მსახიობის დღე“ - (1920, 1921, 1923) - მსახიობთა ყოველწლიური ორგანო. გამომცემელი სრულიად საქართველოს მსახიობთა კავშირი. გაზეთის რედაქტორი იყო შალვა დადიანი. გამოიცემოდა თბილისში, მსახიობის დღის აღსანიშნავად.

2 იანვარი ქართული თეატრის დაბადების დღეა, სწორედ ამ დღეს, 1920, გაიმართა ქართველ მსახიობთა ყრილობა. გაზეთის 1920 წლის მეორე ნომერი მთლიანად ეძღვნება სრულიად საქართველოს მსახიობთა კავშირის ისტორიას. პირველივე გვერდზე დაბეჭდილია განცხადება მსახიობის დღის აღნიშვნის შესახებ და თბილისში წარმოდგენილი 14 სპექტაკლის ჩამონათვალი. საგაზეთო პუბლიკაციები ეხმიანება მსახიობთა დღესასწაულს. ამ მოვლენას ეძღვნება გ. ახალციხელის „მსახიობთა დღე – ჩვენი დღესასწაულიც არის“, დ. ჭიაბერაშვილის „სალამი“, აგრეთვე ე. ანდრონიკაშვილის „ოცნება... და მხოლოდ ოცნება“ და სხვ. იოსებ იმედაშვილის სტატიაში „ქურუმი ეროვნებისა“ საუბარია ქართული სამსახიობო სკოლის განვითარებისა და ჩამოყალიბების ეტაპებზე. ავტორი საზოგადოებას ულოცავს დღესასწაულს და მას ქართული კულტურისათვის მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევს. ამავე ნომერში იბეჭდება ანკეტა, რომელიც მსახიობთა საბჭომ დაუგზავნა თავის წევრებს.

1923 წლის ექვსგვერდიანი გამოცემა თავს უყრის ქართული თეატრის დაარსების 73-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მწერალთა და მსახიობთა სტატიებს. ქართული თეატრის მდგომარეობას, განვითარების პერსპექტივასა და პრობლემებს ასახავს დ. კანდელაკის „განათლების სახალხო კომისარის წერილი“ და გრ. რობაქიძის „ქართული თეატრი“. გაზეთში იბეჭდება ინტერვიუ იმჟამად საქართველოში მყოფ ალ. სუმბათაშვილ-იუჟინთან, რომელსაც ესაუბრა მსახიობი ვ. ჯიქია. საუბარი შეეხო თეატრის აწმყოს, ამოცანებს, ქართულ დრამატურგიას, თეატრალური სკოლების დაარსების საკითხს. ქართული თეატრის იუბილეს ეძღვნება აკაკი ფაღავას წერილი „73“. გაზეთში იბეჭდება ივ. გომართელის სტატია „ქართული ხელოვნება“, ალ. ახმეტელის „ახალი სახიობა“, კ. აბაშიძის „ქართული დრამის მოკლე მიმოხილვა“, დ. ლიხელის „ქართული თეატრი“, ალ. წუწუნავას „მისალოცი ქართული თეატრისადმი“, ვ. ფალიაშვილის „ოპერა“ და სხვ.

ახლაფეხადგმულ კინოხელოვნებას ეხება ვ. ბარსკის „წერილი კინემატოგრაფიაზე“. გაზეთი აქვეყნებს მ. ბალანჩივაძის მუსიკალური ნაწარმოების „ზღაპრის“ ნოტებს, აქვე იბეჭდება ს. შანშიაშვილის, შ, მღვიმელისა და ვ. რუხაძის ლექსები.

მარი წერეთელი

ლიტერატურა

  • გაზ. „მსახიობის დღე“, 1920, №1-2;
  • გ. ბაქრაძე, ქართული პერიოდიკის ბიბლიოგრაფია, თბ., 1947;

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები